38 წლის ქალიშვილი, რომელმაც იესო ქრისტეზე იქორწინა

38 წლის ქალიშვილი, რომელმაც იესო ქრისტეზე იქორწინა
რუსული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ინდიანას შტატში არსებულ ქალაქ ფორტ-უენში შედგა ძალზედ უჩვეულო და გასაოცარი ქორწინება. 38 წლის ჯესიკა ჰეისმა, რომელიც გახლავთ თეოლოგიის მასწავლებელი, იქორწინა იესო ქრისტეზე. ახლა ქალბატონის ცხოვრება მთლიანად ღმერთს ეკუთვნის და იგი მოუწოდებს სხვა ადამიანებსაც, რომ მიბაძონ მას.

ამ უჩვეულო ქორწინებას, რომელიც შედგა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, გაუძღვა მღვდელი კევინ როდსი.

38 წლის ქალიშვილი, რომელმაც იესო ქრისტეზე იქორწინა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აშშ_ში მოიძებნება 230 ქალბატონი, რომელიც ''თავდადებული ქალწულის'' სახელს ატარებს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს ქალბატონია. თავდადებული ქალწულები ცხოვრობენ მონაზვნების მსგავსად, თუმცა ისინი ვალდებულები არ არიან, რომ დარჩნენ მონასტერში და შეასრულონ რაიმე საქმიანობა ტაძარში, თუმცა მათი უმეტესობა ყოველივე ამას თავისი სურვილითა და ნებით აკეთებს.



როგორც ყველა პატარძალი, ასევე 38 წლის ჰეისი ფიქრობდა საკმაოდ დიდხანს საქორწინო კაბის შერჩევის დროს, რადგან ცერემონიის ერთ-ერთი მომენტში იგი აუცილებლად უნდა დაწოლილიყო ტაძრის იატაკზე.



მღვდელი ქალბატონს უკეთებს ბეჭედს, რომლიც სიმბოლიზირებს კავშირს ამ ქალბატონსა და თვით იესო ქრისტეს შორის.



ჯესიკას სიტყვებით, იგი აპირებს, რომ ჩვეულებრივ რიტმში განაგრძოს ცხოვრება, თუმცა ამიერიდან არ ექნება უფლება, რომ იქორწინოს, ან დაამყაროს ინტიმური კავშირი სხვა ადამიანთან.



საქორწინო ცერემონიას დაესწრო უამრავი ადამიანი. ''ვიმედოვნებ, რომ ჩემი საქციელი სხვა ადამიანებისთვის სამაგალითო იქნება'' - ჯესიკა.
ქალბატონის სიტყვებით იგი ამ გადაწყვეტილებამდე ძალიან ბევრი ლოცვისა და საკუთარი თავის ძიების შედეგად მივიდა.
ჰეისი გახლავთ თეოლოგიის მასწავლებელი ''Bishop Dwenger High School''_ის სკოლაში, რომელიც მდებარეობს ფორტ0უეინში, ინდიანას შტატში.
პატარძალი საუბრობს ერთ-ერთ მღვდელთან, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქორწინო ცერემონიის წარმართვაში.
ჰეისი მღვდელთან, კევინ როდსთან ერთად.