ბონი და კლაიდი: ყველაზე ცნობილი ამერიკელი წყვილის ისტორია და მათი ფოტოები

ბონი და კლაიდი: ყველაზე ცნობილი ამერიკელი წყვილის ისტორია და მათი ფოტოები
ხანმოკლე, თუმცა ძალზედ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების ერთად გატარება და ერთ დღეს გარდაცვალება - აი რა წარმოადგენს რომანტიკული ფილმების მსახიობების ოცნებას, ხოლო ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა წყვილმა, ბონი პარკერმა და კლაიდ ბაროუმ ყოველივე ამის განხორციელება რეალურ ცხოვრებაში შეძლეს, თუმცა მართალია ამ ისტორიაში რომანტიკა შედარებით ნაკლებადაა. ამ წყვილის შესახებ რამდენიმე ფილმია შესრულებული, სადაც ისინი გლამურული განგსტერების როლში ჰყავთ გამოყვანილი, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო...

ბონი და კლაიდი: ყველაზე ცნობილი ამერიკელი წყვილის ისტორია და მათი ფოტოები

ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის ქცევების განსაზღვრა და მათი სერიოზულად აღქმა ცოტათუ რთულია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს ადამიანები თავგადასავლების ძიებაში იყვნენ და საკუთარი ცხოვრებისთვის მეტი ინტერესის შეძენის მიზნით ისინი კრიმინალებად იქცნენ. ბონი და კლაიდმა ჩაიდინეს 13 მკვლელობა (მოკლულთა შორის იყვნენ პოლიციელები და უდანაშაულო მოწმეები), გაძარცვეს რამდენიმე მაღაზია, კაფე და ავტოსადგური.



ბონი და კლაიდი ერთმანეთს შეხვდნენ 1930 წელს საერთო მეგობართან. რამდენიმე კვირის შემდეგ კლაიდს სასამართლობ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულის ჩადენის გამო. 1930 წლის მარტის თვეში ის გამოიქცა ციხიდან, ხოლო ბონიმ მას თავის დასაცავად იარაღი აჩუქა, თუმცა იგი კვლავ დაიჭირეს და 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.



ცხოვრება ციხეში აუტანელი იყო. კლაიდმა გადაწყვიტა, რომ თუ ის ფიზიკურად შეზღუდულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მას გაანთავისუფლებდნენ, რის გამოც მამაკაცმა თანამესაკნეს რამდენიმე ფეხის თითის მოჭრა სთხოვა. 1932 წელს, როდესაც კლაიდი ყავარჯნებით ხელში გამოვიდა ციხიდან, მან დაიფიცა, რომ ციხეში აღარასდროს დაბრუნდებოდა.



ყველაზე მარტივი მეთოდი ციხეში არ დასაბრუნებლად, ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების არ გამეორებაა, თუმცა კლაიდმა მაინც ვერ შეიკავა თავი და მისი განთავისუფლებიდან ხანმოკლე დროში მაღააზია გაძარცვა, თუმცა ამ ჯერად მას უკვე გვერდში ბონი ჰყავდა. პირველი ძარცვის დროს ბონი მანქანაში დარჩა, ხოლო სხვა დანაშაულების ჩადენისას იგი უკვე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ბონის ნამდვილად ჰქონდა არჩევანი: მას ან უნდა მიეტოვებინა ყველაფერი და დაეწყო ახალი ცხოვრება, ან უნდა დარჩენილიყო კლაიდთან ერთად და მთელი ცხოვრება სამართალდამცავებისგან თავის დაღწევაში გაეტარებინა. მან უპირატესობა მეორე არჩევანს მიანიჭა...



მომავალი ორი წლის განმავლობაში ბონი და კლაიდმა იმოგზაურეს ხუთ შტატში: ტეხასი, ოკლაჰომა, მისური, ლუიზიანა და ნიუ-მექსიკო. პოლიციელები მუდამ კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მათ, თუმცა ვერაფერს ხდებოდნენ... 1934 წლის 23 მაისს შეყვარებული წყვილის თავგადასავლებს წერტილი დაესვა - მათ სამართალდამცავებმა ხაფანგი მოუწყვეს და დახოცეს. პოლიციელებმა წყვილს ზუსტად 130 ტყვია დაახალეს. კლაიდი სულ რაღაც 25 წლის იყო, ხოლო ბონი - 24. მორგში განთავსებული წყვილის გვამების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო მხოლოდ 1 დოლარად.