ივ სენ-ლორანის 10 ყველაზე ცნობილი ციტატა მოდის, სტილისა და ვნების შესახებ

ივ სენ-ლორანის 10 ყველაზე ცნობილი ციტატა მოდის, სტილისა და ვნების შესახებ
''ამ ცხოვრებაში ვნანობ მხოლოდ იმას, რომ ჯინსები მე არ გამომიგონია. მათში არის ყველაფერი: მოკრძალება, სექსუალურობა, უბრალოება - ეს კი ყველაფერია, რისი ხილვაც მსურს საკუთარ ტანსაცმელში''.

''მე ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ ქალბატონს, რომელიც იქცა მოდის მსხვერპლად''.

''მე საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანე მსოფლიოს გარდაქმნაში. ყველაფერ ამას ვახერხებდი ტანსაცმლისა და ჩაცმულობის მეშვეობით. რა თქმა უნდა ყოველივე ეს იმდენამდ მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მუსიკა და არქიტექტურა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც საკმაოდ დიდი წილი შევიტანე მსოფლიოს განვითარებაში''.

''მე ყოველთვის მჯეროდა, რომ სტილი მოდაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ქმნის საკუთარ სტილს და ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ''აკეთებს'' მოდას''.

''მოდა არა მხოლოდ უნდა ალამაზებდეს ქალბატონს, არამედ უნდა მატებდეს დავდაჯერებულობას''!

''საუკეთესო კოსმეტიკა ქალბატონებისთვის - ვნება. თუმცა უბრალო კოსმეტიკის შეძენა მაღაზიაში გაცილებით მარტივია''.

''უამრავი წლის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ კაბაში მთავარი - ქალბატონია, რომელიც ამ კაბას ატარებს''.

''არ შეიძლება ელეგანტურობისა და სნობიზმის ერთმანეთში არევა''!

''ყველაზე ლამაზი სამოსი ნებისმიერი ქალბატონისთვის იმ მამაკაცის მკლავებია, რომელიც მას უყვარს, ხოლო ქალბატონებისთვის, რომელთაც წილად ბედნიერება ჯერ არ ხვდათ, ვარსებობ მე''.

''ყოველთვის ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ მოდა - ხელოვნებაა''.