''Game of Thrones''_ის საუნდტრეკი ფანდურზე

''Game of Thrones''_ის საუნდტრეკი ფანდურზე
მსოფლიოში პოპულარული სერიალის, Game of Thrones-ის საუნდტრეკს გიორგი გვენეტაძე ფანდურზე ასრულებს.

Game of Thrones-ი ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალია, რომლის პრემიერა HBO-ზე 2011 წლის 17 აპრილს შედგა და მსოფლიო მასშტაბით მალევე მოიპოვა პოპულარობა. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: "ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული დრამატული სერიალისთვის", "ოქროს გლობუსი" საუკეთესო დრამატული ტელესერიალისთვის, ჰუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის და პიბოდის ჯილდო.

"სამეფო კარის თამაშები" საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და ქართველი მაყურებელი სულმოუთქმელად ელის ყოველი ახალი სეზონის გამოსვლას.

სტატიის წყარო:palitratv.ge