17 მცირე სამზარეულო კუნძული, რომელიც თავს ერთი ნახვით შეგაყვარებთ

17 მცირე სამზარეულო კუნძული, რომელიც  თავს ერთი ნახვით შეგაყვარებთ
სამზარეული კუნძული - ფართო სამზარეულოების პრივილეგიაა, მაგრამ არსებობენ იმდენად კომპაქტური და ფუნქციონალური მოდელები, რომელთა გამოყენებაც მინიმალური სივრცის მქონე სამზარეულოს ინტერიერშიც შეიძლება. რა უნდა გავითვალისწინოთ კუნძულის სამზარეულოში განთავსებისას? რომელ ვარიანტზე შევაჩეროთ ყურადღება და როგორ გავხადოთ ჩვენი სამზარეულო უფრო ფუნქციონალური? ჩვენ შევკრიბეთ საუკეთესო იდეები, რომელთაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ.


პატარა გამხმარე

მცირე სივრცის მქონე სამზარეულოში განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობა დამატებითი სამუშაო ზედაპირის მოთხოვნილება. კუნძული ამ შემთხვევაში შესანიშნავი დამხარე შეიძლება გახდეს. იმისათვის, რომ ასეთი ავეჯი მოსახერხებელი გახდეს, კარგი იქნება თუ დავუმატებთ მას პირსახოცების საკიდს, კოვზების შესანახი ყუთით, სუნელებისთვის და სხვა სამზარეულო დანამატებისთვის. მაგიდის ზედაპირი ასეთი კუნძულისთვის პრაქტიკულად უნდა შევარჩიოთ, მაგალითად უჭრელი ლითონისგან ან ხელოვნური ქვისგან.



დიდი და პატარა ჭურჭლის შესანახი

მცირე სამზარეულო კუნძულს ასევე შეუძლია დამატებითი სათავსოს როლის შესრულებაც. აქ მოსახერხებლად შეინახავთ კულინარიულ წინგს, მცირე ქვაბებს, პროდუქტებს და ნაგვის ურნასაც კი. თუკი მაგიდის ქვეშ რამოდენიმე თაროს გავაკეთებთ იქ მშვენივრად განთავსდება სამზარეულოს ნივთები.





სასადილო ზონა
მცირე სამზარეულო კუნძული კარგი ალტერნატივაა სამზარეულო მაგიდისთვის რომლის განთავსება ზოგჯერ საკმაოდ რთულია მცირე ზომის სამზარეულოში. თუკი კუნძულს ამგვარად გამოიყენებთ, მნიშვნელოვანია, რომ შიდა თაროები არ იკავებდეს ფეხებისთვის განკუთვნილ ადგილს. ასეთი სიტუაციისთვის შეგვიძლია შევარჩოთ მოდელი გასაშლელი ზედაპირით ან გამოიყენოთ ბარის სტოიკა. ასეთ კუნძულთან ჯდომა მოსახერხებელი უნდა იყოს. სასურველია მათ თქვეშ სკამის დასამალი ადგილი იყოს.





ცენტრალური აქცენტი
მცირე კუნძულს არა მხოლოდ მცირე სივრცის გალამაზება შეუძლია. უფრო დიდი ზომის სამზარეულოებში ის მეტი სივრცის შეგრძნებას შექმნის. ის ასევე შესაძლებელია ინტერიერის აქცენტურ ელემენტადაც იქცეს. მაგალითად, თუკი მას უჩვეულო ფორმა ან ფერი ექნება, ყურადღებას მიიქცევს. ეს კი სამზარეულოს საინტერესოს და მოდურს გახდის.







მობილური ვარიანტი
თუკი სამზარეულო მცირეა, თქვენ გამოგადგებათ მობილური ვარიანტები, რომელთა გადაადგილებას, დამალვას ან ალაგებას შეძლებთ. ძალიან მოსახერხებელია მოდელები ბორბლებზე, გადმოსაშლელი პანელები ან ჟურნალების მაგიდა. დღეს სამზარეულო ავეჯის ბაზარზე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ისეთი მოდელები, რომლებიც მარტივად ალაგდება და მარტივად დაიმალება კარს უკან. ერთადერთი რაც უნდა გახსოვდეთ სამზარეულოს მცირე კუნძულის შეძენისას: გასავლელი ადგილი არ უნდა იყოს 36 სანტიმეტრზე ნაკლები, იმისათვის რომ ზრდასრულმა ადამიანმა ავეჯთან შეხების გარეშე შეძლოს გავლა.