როგორი შპალიერი შევარჩიოთ: ყველაზე პოპულარული სახეობების პლიუსები და მინუსები

როგორი შპალიერი შევარჩიოთ: ყველაზე პოპულარული სახეობების პლიუსები და მინუსები
შპალიერი საშუალებას იძლევა სწრაფად და ბიუჯეტის ფარგლებში განაახლოთ ინტერიერი. მათ შეუძლიათ ოთახის განახლება, ვიზუალურად მისი გაფართოება და გამაღლება. ზოგიერთი სახეობა საკმაოდ პრაქტიკულია, სხვები - მტვრევადი, მაგრამ საოცრად ლამაზები. როგორი შპალიერი ავარჩიოთ ჩვენი ინტერიერისთვის? ჩვენ გადავწყვიტეთ განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი სახეობების პლიუსები და მინუსები.


1.ქაღალდის შპალიერი



ქაღალდის ფონი ბრენდისგან Hygge & West


ქაღალდის ფონები არსებობს ერთპირიანი და ორპირიანი. პირველი კარგი სიმყარით ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ მეორეს აქვს ფერთა მდიდარი სპექტრი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
ქაღალდის შპალიერების დადებით თვისებებს შეგვიძლია მივაწეროთ:
• მაღალი ეკოლოგიურობა (რაც მათი ბავშვთა ოთახებში გამოყენების საშუალებას იძლევა)
• ჰაერგამტარობა, რისი წყალობითაც მცირდება კედლის სოკოთი დაავადების რისკები.
• ხელმისაწვდომობა


ქაღალდის შპალიერი Hygge & West-გან




სამწუხაროდ ასეთ შპალიერებს ნაკლი უფრო მეტი აქვს ვიდრე დადებითი მხარე:
• მარტივად იხევა
• ვერ უძლებს ნესტსა და სიცხეს
• მათი გაწმენდა ან გარეცხვა არ შეიძლება
• მათ აქვთ დაბალი ხმის იზოლაცია
ასეთი შპალერის გამოყენება მიზანშეწონილია ბავშვების ოთახსა და ზალაში, სამზარეულოსა და სააბაზანოში ქაღალდის შპალიერი დიდხანს ვერ მოგემსახურებათ.



2. თხევადი შპალიერი


დღეს დიდ პოპულარობას იძენს ეგრეთწოდებული თხევადი შპალიერი. ისინი შედგებიან ცელულოზის და ბამბის ბოჭკოებისგან. მათი კედელზე დატანისა და გაშრობის შემდეგ ისინი მოგვაგონებენ დეკორატიულ ნალესს. მაღალი ეკოლოგიურობის გამო აქტიურად გამოიყენება ბავშვების ოთახის დეკორისთვის და ასევე სასტუმრო ოთახისთვის.
თხევადი შპალიერების სასარგებლოთ შეგვიძლია ვთქვათ:

• უნივერსალურობა (მათი დატანა შესაძლებელია ნებისმიერი სახის ზედაპირზე)
• ფერთა კომბინაციების მრავალფეროვნება
• ნებისმიერი სურათის აწყობის შესაძლებლობა (განსაკთრებით პოპულარულია ბავშვთა ოთახში)
• ფლობს მაღალ ხმოვან და თბო-იზოლაციას
• სწრაფად მოაშორებთ წყლის დახმარებით
თხევადი შპალიერების ნაკლი:
• მაღალი ფასები
• არაპრაქტიკულობა
• ვერ უძლებს ნესტს


კედელზე დატანილი ნახატი თხევადი შპალერის გამოყენებით



3. ვინილის შპალერი
ვინილის შპალიერი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ხშირად გამოიყენება ინტერიერის გაფორმებისას. ეს ყველაფერი კი ფერთა მდიდარი გამის და სასიამოვნო ტექსტურების დამსახურებაა. მათ შეუძლიათ ხის, ქვის, ბეტონის და სხვა ზედაპირების იმიტირება.

ვინილის შპალერის დადებითი მხარეები:
• მოგემსახურებათ დიდხანს
• შესაძლებელია მათი გარეცხვა
• ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვანი არჩევანი
• გამოირჩევა სიმყარითა და გამძლეობით

ვინილის შპალიერი ბრენდისგან Muriva


ვინილის შპალიერებს აქვთ რამოდენიმე საკმაოდ დიდი ნაკლი:
• ცუდი ჰაერგამტარობა
• სინთეტიკური პოლიმერი, რომელსაც მავნე ნივთიერებების გამოყოფა შეუძლია (ამიტომ საჭიროა გაეცნოთ ინსტრუქციას და დარწმუნდეთ მის ხარისხში)
ვინილის შპალიერი ბრენდისგან Arthouse



4. ფლიზელინის შპალიერი
ფლიზელინის შპალიერი არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე ვინელინის. ის შედგება ტექსტილისა და ცელულოზური ბოჭკოსაგან, რომელიც ერთმანეთთან პოლიმერის დახმარებითაა შეერთებული. ისინი ძალიან მჭირდოა და აქვთ ტექსტურული ნახატების დიდი არჩევანი.
ფლიზელინის შპალიერის დადებით თვისებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:

• მარტივად ირეცხება და იღებება
• ჰაერგამტარობა
• კედლის დეფექტების მასკირება
• არ კარგავს ფერს
• არ დეფორმირდება
უარყოფითი მხარეები:
• სიძვირე
• მათზე გროვდება მტვერი

ფლიზელინის შპალიერი ბრენდისგან Smith & Fellows


5. მინა შპალიერი
მინა შპალიერი მიეკუთვნება პრაქტიკულებისა და ეკოლოგიურების რიგებს. ის არ არის ტოქსიკური, მყარია და უნივერსალური. გამოყენებადია ოთახებში, სადაც ალერგიული ხალხი ცხოვრობს.
დადებითი მახასიათებლები:

• გამოყენება ნებისმიერ ოთახში და ნებისმიერ ზედაპირზე
• ჰაერგამტარობა და ცეცხლგამძლეობა
• მონტაჟის სიმარტივე, სხვა ფერზე გადაღებვის შესაძლებლობა
• ირეკლავს წყალს, შეუძლია გადაიტანოს ნებისმიერი სახის დასუფთავება
• მასში ვერ ჩნდებიან პარაზიტები, რწყილები ან სოკოები
• ისინი აძლიერებენ კედელს და მალავენ დეფექტებს
• ფლობს მდიდარ ფერთა გამას
უარყოფითი მახასიათებლები:
• მაღალი ფასი
• დაბალი პლასტიკურობა
• გადარებვისას საჭიროებს დიდი რაოდენობით საღებავს
• დემონტაჟის სირთულე




6. ბამბუკის შპალიერი
უჩვეულოდ გამოიყურება ინტერიერში ბამბუკის შპალიერი. ისინი იდეალურია მისარები ოთახისა და აივანის გაფორმებისას, მაგრამ ასევე მისაღები იქნება ზალასა და საძინებელშიც.
დადებითი მახასიათებლები:
• ისინი პრაქტიკულები არიან, მდგრადია მექანიკური ზემოქმედების მიმართ.
• ეკოლოგიურად სუფთაა და ესთეტიურად მიმზიდველი
• არ კარგავს ფერს
• მარტივად სუფთავდება
უარყოფითი მახასიათებლები:
• მაღალი ფასი
• არ შეიძლება გარეცხვა და დაკეცვა
• პრაქტიკულად შეუძლებელია ნატურალური ნახატის სწორედ შეერთება





7. ტექსტილის შპალიერი
ტექსტილის შპალიერი მიეკუთვნება ელიტარულთა რიგებს. ისინი აკეთილშობილებენ ინტერიერს.
დადებითი მახასიათებლები:
• ნახატების, ფერების, ტექსტურების მრავალფეროვნება
• მაღალი ხმის და თბო-იზოლაცია
• შეერთებების შეუმჩნევლობა
• ეკოლოგიურობა
უარყოფითი მახასიათებლები:
• მაღალი ფასი
• ვერ უძლებს სინესტეს, მტვერს და ჭუჭყს
• საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას
• შეიწოვს სუნს

ნაჭრის შპალიერი ბრენდისგან Zoffany

ნაჭრის შპალიერი ბრენდისგან Zoffany