სად გავიკეთოთ ტატუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სად გავიკეთოთ ტატუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თქვენი არ ვიცი და პირადად მე, ჩემი სუბიექტური აზრით, - ტატუ მამაკაცის ან ქალის სხეულზე, ძალზე მომხიბვლელად და რაც მთავარია, სექსუალურად მეჩვენება. თუმცა, სტატია ამჯერად ტატუირების კონკრეტულ დანიშნულებასა და მის გასაკეთებლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შერჩეულ ზონებს შეეხება. ვფიქრობ, გამოგადგებათ ჩვენი პრაქტიკული რჩევები მათ, ვისაც ტატუირება და ასტროლოგია ერთნაირად გიყვართ.




თუ თქვენ ვერძი ხართ - ტატუირება სასურველია სახის მიდამოებში, წარბთან ან სულაც კეფაზე უნდა გაიკეთოთ.

კურო თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი კარგი იქნება თუ ტატუს ყელის მიდამოებში დაიტანთ,
თქვენთვისაა განკუთვნილი ასევე ე.წ. "მზის წნულის" არე (იგივე ხერხემლის დასაწყისი კისრიდან).

ტყუპმა ტატუ მხრებზე ან ხელის მტევანზე უნდა გაიკეთონ.

ხოლო კირჩხიბისთვის ტატუირებისთვის მისაღები არეალია მკერდი, მუცლის და ჭიპის მიდამოები.

ლომისთვის ტატურების ადგილი გულთან ახლოსაა, ასევე მისაღებია ტატუ ხერხემლის ხაზის გაყოლებით.

ქალწულმა ტატუირება უნდა გაიკეთოს ნებისმიერ ფერდზე, ნეკნების მიდამოში.

ხოლო სასწორისთვის ტატუირების არეალია წელი, კუდუსუნი.

მორიელებს ასტროლოგები ყველაზე თამამ ადგილებში ურჩევენ ტატუირების გაკეთებას - გენიტალიები, სასქესო ორგანოების მიმდებარე ტერიტორია - ყველაფერი მორიელის ზონაა.

მშვილდოსანისთვის ტატუს გაკეთება თეძოებზე ან ფეხის წვივზეა მისაღები.

თხის რქამ ტატუ მუხლთან ახლოს, ზოგადად ფეხის ან ხელის სახსრების მიდამოებში უნდა გაიკეთოს.

ხოლო მერწყულისთვის ტატუირება სასურველია ხელის მტევანზე, ბეჭზე ან საზარდულთან ახლოს.

დაბოლოს, თევზებისთვის ტატუირების გაკეთება მისაღებია ფეხის კოჭზე, ზოგადად ფეხის ტერფზე ან თითებზე.
სტატიის წყარო:astrologi.ge