რომელ ვიდეოთამაშებზე გიჟდებიან ჰოლივუდის ვარსკვლავები? გაოცებული ვარ!

რომელ ვიდეოთამაშებზე გიჟდებიან ჰოლივუდის ვარსკვლავები? გაოცებული ვარ!
ყველასათვის კარგად ცნობილი და უსაყვარლესი მსახიობი რობინ უილიამსი ნამდვილი გეიმერია. მისი საყვარელი თამაშების სიაში შედის: " Warcraft 3, Day of Defeat, Half-Life, серию The Legend of Zelda, серию Battlefield, Spore" და ა.შ.


ჯოდი ფოსტერი გახლავთ 50 წლის მსახიობი, რომელმაც კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. იგი რამდენიმე ოსკარის ქანდაკების მფლობელია, ამასთანავე მისი ქონება რამდენიმე მილიონით განისაზღვრება. რა შეგვიძლია დავამატოთ ამ წარმატებული ადამიანის ისტორიას, თუ არა ის ფაქტი, რომ იგი კომპიუტერული თამაშების დიდი ფანია. მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპიუტერული თამაში გახლავთ " Guitar Hero".


ძალიან წარმატებული მსახიობი და მოდელი მილა კუნისი ასევე ჩვენი დღევანდელი ვარსკვლავი-გეიმერების სიაში შედის. იგი ასევე მონაწილეობას იღებს ისეთი თამაშების სერიების გახმოვანებაში, როგორებიცაა: "Saints Row" და "Max Pain 3", ხოლო მის საყვარელ ვიდეოთამაშს წარმოადგენს "World of Warcraft".


მოდელი და ტელეწამყვანი ჯენი მაკკერტნი, რომელსაც "PlayBoy"_ის არაერთ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, გამოტყდა, რომ იგი ვიდეოთამაშების დიდი მოყვარულია. მისი საყვარელ თამაშს წარმოადგენს "Call of Duty"_ის ყველა სერია.


ყველასათვის უსაყვარლესი მსახიობი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი ანჯეილინა ჯოლი, რომელიც ჩვენს წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს. ჯოლი გამოტყდა, რომ იგი ვიდეოთამაშების დიდი მოყვარულია, თუმცა დიდ უპირატესობას ანიჭებს "Nintendo" კონსულებს, რადგან ეს ვიდეოთამაშები მას არა მხოლოდ გართობაში, არამედ მოძრაობაში ეხმარებიან.


კერტის ჯეიმს ჯექსონი, რომელიც უმეტესწილად "50 Cent"_ის ზედმეტსახელითაა ცნობილი, ვიდეოთამაშების დიდი მოყვარულია. თვითონ რეპერი ამბობს, რომ მას ყოველივე ეს კარგად ნამდვილად არ გამოსდის, თუმცა მისი სათამაშო გამოცდილება ნელ-ნელა იხვეწება. მეტიც, ჯეიმსის ცხოვრებაზე აწყობილია ისეთი ვიდეოთამაშები, როგორებიცაა: "50 Cent: Bullet Proof" და "50 Cent: Blood on the Sand".


ვინ დიზელი ყველასათვის კარგად ცნობილი ჰოლივუდის ვარკსვლავია, რომელიც აქტიურად თამაშობს "World Of Warcraft"_ს. გასაოცარია, თუ როგორ ახერხებს მისნაირი დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანი ვიდეოთამაშებისთვის მოცლას.


კიდევ ერთი ულამაზესი ქალბატონი ჩვენს დღევანდელ სიაში. ყველასათვის საყვარელი მომღერალი ქრისტინა აგილერა აღიარებს, რომ იგი ვიდეოთამაშების დიდი მოყვარულია და ხშირად ერთობა ვირტუალური სამყაროთი ოჯახის წევრებთან ერთად. მის საყვარელ თამაშს ასევე "World of Warcraft" წარმოადგენს.


ტერა პატრიკი - საკმაოდ ცნობილი ამერიკელი პორნომსახიობი გიჟება ვიდეოთამაშებზე. მისი საყვარელი თამაშების სერიაში შედიან: "Street Fighter" და "Saints Row".


კანადელი კომედიანტი სეტ როგენი აღნიშნავს, რომ მას ძალიან უყვარს ისეთი ვიდეოთამაშები, როგორებიცაა: " Call of Duty и Street Fighter" და "Fallout 3 и Fallout: New Vegas".