8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მამაკაცების ორგაზმის შესახებ - ეს უნდა იცოდეთ!

8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მამაკაცების ორგაზმის შესახებ - ეს უნდა იცოდეთ!
რეგულარული ეაკულაცია ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს

8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მამაკაცების ორგაზმის შესახებ - ეს უნდა იცოდეთ!
მეცნიერები ამერიკის უროლოგიური ასოციაციიდან მიიჩნევენ, რომ მამაკაცებში, რომელთაც აქვთ ორგაზმის საკმაოდ ხშირი მაჩვენებელი (დაახლოებით 20-ჯერ თვეში) პრასტატის სიმსივნით დაავადების რისკი 20% დაბალია. ექიფი ჯენიფერ რაიდერი ამბობს, რომ ყოველივე ეს დაკავშირებულია ეაკულაციის დროს გამონთავისუფლებულ ისეთ ჰორმონებთან, როგორიცაა ოკსიტოცინი, რომელიც ამცირებს სისხლის წნევას.

ის ძალიან სწრაფია


ეაკულაციის დროს გამოყოფილი სითხის სიჩქარე რა თქმა უნდა არ აღემატება ბგერის სიჩქარეს, თუმცა ანვითარებს დაახლოებით 45 კმ/სთ სიჩქარეს, რაც საკმაოდ სწრაფი მაჩვენებელია.

სექსის დროს მიღებული ორგაზმი გაცილებით სასიამოვნოა


ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ მასტურბაციის დროს მიღებული სიამოვნება ვერც კი შეედრება სექსის დროს განცდილს ორგაზმს. მამაკაცებში, ისევე როგორც ქალბატონებში პარტნიორთან სექსის დროს გამომუშავდება 400% მეტი პროლაქტინი, ვიდრე მასტურბაციისას. პროლაქტინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ექსტაზს სექსის შემდეგ.

მამაკაცებსაც შეუძლიათ



კვლევებმა, რომელიც ჩატარდა კანზასში სტუდენტების მონაწილეობით, გვიჩვენა, რომ ბიჭების 28 პროცენტისთვის ორგაზმის იმიტირება სექსის შემდეგ ნაცნობია.

არსებობს "მშრალი" ორგაზმი


მშრალი ორგაზმი მეორენაირად ცნობილია რეტროგარდული ეაკულაციის სახელწოდებით, რომელსაც განვიცდით მაშინ, როდესაც სპერმა პენისის არხის მაგივრად ხვდება შარდის ბუშტში. თუ თქვენს თავს მსგავსი რამ ხდება, მაშინ იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით თქვენ შარდის ბუშტის კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.

მრავალჯერადი ჯეკპოტი


როგორც გაირკვა მამაკაცებს, ისევე, როგორც ქალბატონებს შეუძლიანთ მრავალჯერადი ორგაზმის განცდა. როგორც წესი მამაკაცებს სჭირდებათ დაახლოებით 30 წუთიანი პაუზა, რათა ხელმეორედ დაკავდნენ სექსით, თუმცა სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით ამ დროის ჯერადად შემცირებაა შესაძლებელი...

საუკეთესო მოცურავეები მიდიან პირველები


კვლევების თანახმად სპერმას, რომელიც გამოიყოფა პირველი ეაკულაციის დროს, აქვს უკეთესი ხარისხის დნმ და უფრო მეტი შანსი იმისა, რომ პირველმა შეაღწიოს კვერცხუჯრედში, რადგან მისი მობილობა გაცილებით მაღალია.

ორგაზმი თავის ტკივილის უებარი წამალია


თუ თქვენ იტანჯებით თავის ტკივილისგან, გახსოვდეთ, რომ სექსის კულმინაცია უებარი წამალია განსაკურნებლად... ორგაზმის დროს მამაკაცის ტვინი მთლიანად ეფლობა ენდორფინში. ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს სპორცმენების მიერ განცდილ მდგომარეობას, რომელიც ცნობილია "მორბენლის ეიფორიის" სახელწოდებით, თუმცა დამეთანხმებით, რომ სექსის შემდეგ ყოველივე ეს გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სირბილის შემდეგ...