ფსიქოლოგიური ტესტი: რას ხედავთ ფოტოზე?

ხშირ შემთხვევაში თქვენი არჩევანი და ის თუ რას ხედავთ გამომდინარეობს თქვენი ფსიქოლოგიური მდომარეობისგან და შინაგანი "მე"-სგან.


სოფელი - თქვენ გულწრფელი ადამიანი ხართ, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემები თქვენ ხშირად გიფუჭებთ ხასიათს. თქვენ რამე აუცილებლად უნდა შეცვალოთ, რადგან სისულელეა აკეთებდეთ ერთი და იგივეს და იმედი სხვა შედეგის გქონდეთ. შეეცადეთ თქვენს პრობლემებს გვერდიდან შეხედოთ. დაფიქრდით რას ურჩევდით ადამიანს რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და თქვენ თქვენს პრობლემებს მალევე გადაჭრით.


გოგონა - თქვენ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ. გაზაფხული თქვენთვის ენერგიის და იდეების გენერატორია. იმოქმედეთ ახლა სწორედაც რომ ცვლილებების დროა. მთავარია სწორი გზიდან არ გადაუხვიოთ. თქვენთვის მთავარი პრობლემა საქმის ბოლომდე მიყვანაა, გახსოვდეთ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა გზაზე მით უფრო ახლოს არის დასახული მიზანი. ყველაზე რთული გზის ბოლოსაა არ დანებდეთ.

მდინარე - თქვენ დინებას მიჰყვებით. თქვენი დევიზია "რაც უფრო მარტივია მით უკეთესია". თქვენ ოდნავ დაძაბვაც კი არ გინდათ სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად. იმედის გაცრუების გეშინიათ? უბრალოდ ამაზე დაფიქრდით: სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და მაინც ინანო.