თინა კანდელაკი: „რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება...“

თინა კანდელაკი: „რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება...“
„დღეს საქართველი ტირის და ემშვიდობება სტიქიური უბედურების მსხვერპლს.

მე დავიბადე და გავიზარდე ამ საოცარ ქალაქში. ვფიქრობ, რომ თბილისი მსოფლიოში ულამაზესი ქალაქია. სადაც ერთმანეთთან შერწყმულია მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეების და თანამედროვე სტილის სილამაზე. დიდი ხანია, არ ვწერ საქართველოზე, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან არ მაქვს არც ძალა და არც სურვილი კომენტარი გავაკეთო ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ხალხზე, ვის ხელშიაც ჩემი სამშობლო ჩავარდა.

რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება. ვუყურებ ფოტოებს, სადაც ადამიანები და ხალხი ერთ ორმოში აღმოჩნდნენ და თვალებიდან ცრემლები მცვივა.

დღეს ტირის მთელი საქართველო, ტირის ყველა ქართველი. უძლურებისაგან და იმის განცდისაგან, როგორ დაინგრა მათი ქალაქი. უზარმაზარი ზარალი მიადგა საქართველოს, რომელიც ეკონომიურად კოლაფსშია. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ. ნათელში იყვნენ დაღუპულები, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს“ - წერს თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში.
სტატიის ავტორი: სალომე დადიანი
სტატიის წყარო:reitingi.ge