ექსკლუზივი: რომელი ცნობილი ქალით ჩაანაცვლა გურამ შეროზიამ კესარია

ექსკლუზივი: რომელი ცნობილი ქალით ჩაანაცვლა გურამ შეროზიამ კესარია
ხმაურიანი და პოპულარული ბლოგერი გურამ შეროზია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საიტებმა კესარიასთან დააწყვილეს ახალ სიყვარულზე ალაპარაკდა. ლამაზ გოგონასთან გადაღებული ფოტოები „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა და ფბ. მეგობრებისგანაც მილოცვები უხვად მიიიღო. „ძალიან უხდებით ერთმანეთს“ - ამოიკითხავთ კომენტარებში.

ექსკლუზივი: რომელი ცნობილი ქალით ჩაანაცვლა გურამ შეროზიამ კესარია

როგორც ირკვევა გურამ შეროზიას „ახალი სიყვარული“ „კომედი არხის“ მსახიობი ნინი ონიანი გახლავთ. ეს ის ნინი ონიანია, რომელსაც ჭაჭუა-ვარდოსანიძის ოჯახის დანგრევას უკავშირებენ, ამჯერად კი როგორც ჩანს კესარიას „აწაპნა“ ბლოგერი...

გურამ შეროზია: მერე რა, რომ ჩემი და კესოს ოჯახის დანგრევამდე ვარდოსანიძე და ჭაჭუას ოჯახის დანგრევა ედება ბრალად, ვაპატიე... ( იცინის) 5 წელი გვერდიგვერდ სადარბაზოებში ვცხოვრობთ თურმე... ხუთი წლის წინ რომ გაიცნობ ერთჯერადად და მერე TV-თ რომ აღმოაჩენთ ხელახლა ორივე და რომ გაგახსენდება, რომ ის ის არის და შენ შენ... მოკლედ ძალიან საინტერესოდ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა... ეს ბინა 2011 წელს ვიყიდე, ნინისაც პირველად მაშინ შევხვდი. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, მეზობლებს რომ ვერ ვიმახსოვრებდი, თან ნასვამი ვიყავი იმ საღამოს და ჩვენი 5 წუთიანი დიალოგი ბუნდოვნად მახსოვს... მერე კი სერიალში აღმოვაჩინე.
სტატიის წყარო:newposts.ge