ფსიქოლოგიური ტესტი: თქვენი პროფესია

ფსიქოლოგიური ტესტი: თქვენი პროფესია
თქვენ ახლავე გაიგებთ, თუ რომელი პროფესია შეესაბამება თქვენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ასევე გაიგებთ რომელი თვისებებია თქვენში უკეთ განვითარებული.
თქვენ სწრაფად უნდა შეარჩიოთ ის სურათი რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ შემდეგ კი წაიკითხოთ შედეგები.


1. შენი პროფესია - შოუ ბიზნესის ვარსკვლავი
გქონდეთ ფეხები სითბოში, ხოლო თავი სიგრილეში- ეს ის არის რაც თქვენ მოგწონთ. თქვენ ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ, გიყვართ გარემოებების შეცვლა და არ გამოირჩევით ერთგულებით ურთიერთობებში - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ხასიათზე ხართ. თქვენ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს სხვადასხვა პიროვნებებისა და მოვნელების ერთობლიობა, თქვენ ყოველთვის ელოდებით ცვლილებებს. ცხოვრებაში არსებობს მრავალი სასიამოვნო რამ, ის რაც თქვენ გიზიდავთ, თქვენ ხშირად გინდებათ "ყველაფერი ერთად".. მაშ რას ელოდებით წინ!!! - იმღერე, იკაშკაშე და საკუთარ თავს არაფერზე უთხრა უარი!

2. შენი პროფესია - კერძო დეტექტივი/ იურისტი
ბუნებრივი დაკვირვების უნარი, ცივსისხლიანობა და იუმორის გრძნობა თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში გეხმარებათ. თქვენ სხვებზე დაკვირვება, მათი ქცევების გაანალიზება და მათზე ოდნავ მაღლა საკუთარი თავის დაყენება მოგწონთ. თქვენ მოგწონთ ლოგიკური და მასთან ერთად კრეატიული სამუშაო, თქვენ არ გეშინიათ საკუთარ თავზე აიღოთ საპასუხისმგებლო საქმე და როგორც წესი წარმატებით ართმევთ მას თავს. თქვენ არ ხართ შურიანი. მაშ ასე წინ!!! გახდით ახალი პინკერტონი!

3. შენი პროფესია - მწარმოებელი/ მენეჯერი/ პიარშკი
თქვენ იღბლიანი ადამიანი ხართ, ყოველთვის იცით რა გსურთ ცხოვრებაში და იცით როგორ მიაღწიოთ ამას. თქვენთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. თქვენ იცით სიამოვნების აზრი და გჭირდებათ უამრავი ფული საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თქვენ გაქვთ უნარი კარგად განაწყოთ ხალხი თქვენს მიმართ და მართოთ ისინი. თქვენ წარმატებას მიაღწევთ წარმოებაში, პიარში, პოლიტტექნოლოგიებში... თავად პოლიტიკაც ზედგამოჭრილია თქვენთვის! რადგან იქ ეშმაკობის გარეშე ვერაფერს გახდებით. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული წინ!!!

4. შენი პროფესიაა - კასკადიორი/ საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი/ დაქირავებული ჯარისკაცი
თქვენს აგრესიას და ცხოვრებისეულ ენერგიას დაცლა სჭირდება. თქვენ შესანიშნავი რეაქცია გაქვთ, თქვენ არ ხართ მიჩვეული დიდხანს ფიქრს ან შეჩერდეთ რაიმე მიზეზის გამო. მეტიც თქვენ საუბრობთ მოკლედ და გასაგებად. თქვენ ყველაზე მეტად ვერ იტანთ ერთ ადგილზე ჯდომას და გიყვართ საკუთარი ძალის შეგრძნება. თქვენი სტიქიაა - ბრძოლისა და რისკის სტიქია...

5. თქვენი პროფესიაა - მუდმივის სტუდენტი/ მასწავლებელი
ალბად, თქვენი ახალგაზრდობა არასდროს დასრულდება! თქვენ - გულწრფელი ადამიანი ხართ, გიყვართ სიცოცხლე და დიდი ალბათობით ყველა თავყრილობის სული და გული ხართ. თქვენ გძაბავთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ამიტომაც იდეალში თქვენთვის მისაღებია მუდმივად სტუდენტად დარჩენა! ან - მასწავლებლად, რადგან თქვენ ისე როგოც სხვა ვერ შეძლებდა, შეძლებთ სტუდენტების გაგებას.

6 თქვენი პროფესიაა - ბუღალტერი/სტატისტი/ბირჟის ანალიტიკოსი
მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება ანალიტიკურ საქმიანობაში და მიდრეკილება ეჭვის შეტანაში, თითქოს და გაწერილი დებულებაა - და ეს ყველაფერი გამოგარცევთ თქვენ გარემოცვაში. სავარაუდოდ თქვენ ყოველთვის წარმატებით ართმევთ თავს ციფრებთან მუშაობას და მათემატიკაში ათიანი გეწერათ. ასეთი ხალხი არასდროს დაიკარგებიან შრომის ბაზარზე - თუმცა საკუტარი ბიზნესის წამოწყებაზეც უნდა იფიქროთ! შეუტიეთ, ყველაფერი შესაძლებელია, თქვენ შემდეგი როკფელერი გახდებით!