კიმ კარდაშიანის მამინაცვალი ქალად იქცა

კიმ კარდაშიანის მამინაცვალი ქალად იქცა
კიმ კარდაშიანის მამინაცვალი და კენდალ ჯენერის ბიოლოგიური მამა - ოლიმპიური ჩემპიონი ბრიუს ჯენერი, ქალი გახდა. ქსელში გამოჩნდა ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანი, რომელზეც ის სქესის შეცვლის შემდეგ არის გამოსახული. მისი ახალი სახელია - კეიტლინი. რეზონანსული ფოტოს ავტორი კი ენი ლეიბოვიცია.
კეიტლინმა „ინსტაგრამისა“ და „ტვიტერის“ ახალი ექაუნთებიც შექმნა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 3-4 საათში მარტო „ტვიტერზე“ მას მილიონზე მეტი გამომწერი მოუგროვდა. სანამ მთელი მსოფლიო 65 წლის ბრიუსის ტრანსოფრმაციას განიხილავს, მისი ოჯახის წევრები აქტიურად უდგანან გვერდში და მხარდაჭერას უცხადებენ უკვე კეიტლინად ქცეულ ბრიუსს.