რითი გამოირჩევიან და რა განსაკუთრებულობები ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

რითი გამოირჩევიან და რა განსაკუთრებულობები ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?
ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი - თევზი.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები თევზები არიან. ცოტათი არ იყოს ეს ფაქტი უცნაურია, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლები მგრძნობიარობითა და სენტიმენტალურობით გამოირჩევიან. მაშინ საიდან მოდის მათი ძლა? თევზებში მოთავსებულია უამრავი შინაგანი რესურსი, რაც სხვა ნიშნებს არ გააჩნიათ და მაშინ, როდესაც ვერძები და თხის რქები ეგუებიან დამარცხებას, ამ ნიშნის წარმომადგენლები მყარ პოზიციებს იკავებენ.

ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი - ვერძი.

ყველაზე სექსუალურ ზოდიაქოს წარმომადგენლებათ ითვლებიან ვერძები. ისინი ენერგიულები, მიმზიდველები, ვნებიანები და აქტიურები არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბადალი არ ჰყავთ ნებისმიერი სახის სიამოვნებაში. ვერზები იზიდავენ ყურადღებას თავიანთი ქარიზმისა და შინაგანი მომხიბვლელობის წყალობით.

ყველაზე მზაკვრული ზოდიაქოს ნიშანი - მორიელი.

ზოდიაქოს ყველაზე მზაკვულ წარმომადგენლებათ ითვლებიან მორიელები. თუ ამ ადამიანებმა გულში წყენა ჩაიდეს და შურისძიება დაგეგმეს, მათი შეჩერება შეუძლებელია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ყველაზე მდაბიო ხერხებსაც კი მიმართავენ შურის საძიებლად და მათი შემჩნევა, მათზე ეჭვის მიტანა შეუძლებელია. მორელები - ყველაზე ბოროტი და საშიში მტრები.

ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი - ქალწული.

ზოდიაქოს ყველაზე ერთგულ წარმომადგენლებად ითვლებიან ქალწულები. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები ეძებენ ცხოვრების მეგზურს და საკმაოდ დიდი სიფრთხილით მოქმედებენ მეორე ნახევრის არჩევისას. იმ შემთხვევაში, თუ ქალწულმა მიაგნო ასეთ ადამიანს, იგი ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული იქნება და მას სხვაში არასდროს გაცვლის.

ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშანი - მშვილდოსანი.

ფიზიკურად ყველაზე მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანია - მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ბუნებისგან დაჯილდოებულები არიან სილამაზითა და მიმზიდველობით. გარდა ამისა ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ფიზიკურობას, რაც მათ კიდევ უფრო სექსუალურს ხდის.

ყველაზე კეთილი ზოდიაქოს ნიშანი - კურო.

ზოდიაქოს ყველაზე კეთილი წარმომადგენლები კუროები არიან. მათ არ უყვართ კონფლიქტი, ყოველთვის რბილები და ტაქტიკურები არიან ურთიერთბისას, არასდროს ერთვებიან კონფლიქტში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნებისმიერ სიტუაციაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მათ ყველაზე დიდი გული აქვთ.

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი - ტყუპები.

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიან წარმომადგენლებად ითვლებიან ტყუპები. ისინი საკმაოდ ხშირად ხვდებიან საჭირო დროს საჭირო ადგილზე, რაც მათ წარმატებულს ხდის. ამ ნიშნის წარმომადგენლები ბუნებით ოპტიმისტები არიან და სწორედ ამ ფაქტზეა დაფუძნებული მათი იღბლიანობის 90%. ტყუპების იღბლიანობიდან გამომდინარე ისინი შეგვიძლია ყველაზე ბედნიერ ზოდიაქოს ნიშნებადაც კი მოვიხსენიოთ.

ყველაზე მეოჯახე ზოდიაქოს ნიშანი - კირჩხიბი.

ყველაზე მეოჯახე ზოდიაქოს წარმომადგენლებად ითვლებიან კირჩხიბები. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახური ღირებულებები დგას. კირჩხიბები მიისწრაფიან ღირსეული პარტნიორის პოვნისკენ, რომელსაც გაუზიარებენ თავის თბილ, მყუდრო, კომფორტულ სახლს და იყოლიებენ მასთან ერთად უამრავ შვილს. ამ ნიშნის წარმომადგენლები იდეალურები არიან ქორწინებისა და სერიოზული ურთიერთობების თვალსაზრისით.

ყველაზე ეგოისტური ზოდიაქოს ნიშანი - ლომი.

ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს წარმომადგენლები ლომები არიან. მიუხედავათ მათი მეგობრულობისა და გულუხვობისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ყველაფერს თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი სურვილების მიხედვით აკეთებენ. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მათ განუსაზღვრელი ენერგიით მუხტავთ. გარდა ამისა ლომებს ძალიან უყვართ, როდესაც მათ აქებენ და ადიდებენ. სწორედ ამ დროს გრძნობენ ისინი თავს მწვერვალზე...

ყველაზე კონტაქტური ზოდიაქოს ნიშანი - სასწორი.

ყველაზე კონტაქტურ ზოდიაქოს წარმომადგენებლად ითვლებიან სასწორები. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები იღებენ ძალიან დიდ სიამოვნებას ახალი ადამიანების გაცნობითა და ზოგადად ახალი ურთიერთობებით. სასწორებს ერთი დღე მარტოობაში გატარებაც კი უჭირთ...

ყველაზე ჩაკეტილი ზოდიაქოს ნიშანი - თხის რქა.

ყველაზე ჩაკეტილ ზოდიაქოს წარმომადგენლებად ითვლებიან თხის რქები. ძალიან რთულია განსაზღვრო, თუ რა განზრახვები აქვთ ამ ადამიანებს და რა მიზანი ამოძრავებთ მათ. თხის რქები ძალზედ იშვიათად ანდობენ თავიან გრძნობებს სხვა ადამიანს და ახასიათებთ ცივი, გულგრილი მოქცევა.

ყველაზე გენიალური ზოდიაქოს ნიშანი - მერწყული.

ყველაზე გენიალურ ზოდიაქოს წარმომადგენლებად ითვლებიან მერწყულები. ეს ადამიანები მუდმვიად განახლებადი იდეების წყაროს წამოადგენენ. მათ ძალზედ განვითარებადი ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება გააჩნიათ, თუმცა ხანდახან მერწყულებს უბრალოდ არ ჰყოფნით იმის ძალა, რომ თავიანთი ჩანაფიქრები ბოლომდე განახორციელონ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მათი გენიალურობა და შემოქმედობითობა იჩრდილება...