10 გავრცელებული დაავადება, რომელთა სამკურნალოდ მარიხუანა გამოიყენება

10 გავრცელებული დაავადება, რომელთა სამკურნალოდ მარიხუანა გამოიყენება
1. ალცგეიმერის დაავადება


ალცგეიმერის დაავადება - ეს არის გონებრივი აქტიურობის დარღვევა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში პირველ საფეხურზე თავს იჩენს ჭკუასუსტობის სახით. ეს ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება ნელ-ნელა, საფეხურებრივად ანადგურებს ადამიანის ფსიქიკას. ხშირ შემთხვევაში დაავადების სიმპტომებად ითვლება: მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური დისფუნქცია. ექსპერტების გამოთვლებით 2050 წლისათვის ალცგეიმერის დაავადებით შეპყრობილი იქნება 13,8 მილიონი ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ დაავადებული ადამიანების საერთო რიცხვი 68 პროცენტით გაიზრდება. სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი წამალი, რაც ამ პრობლემას თავიდან აგვარიდებს, თუმცა არსებობოს კვლევების შედეგები, რომლებიც გვიჩვენებენ რომ მარიხუანას შეუძლია მისი განვითარების შეფერხება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კანაფი სულ მალე ახალი თაობის წამლად მოგვევლინება.

2. ეპილეფსია


ეპილეფსიური კრუნჩხვები უშუალო კავშირშია ტვინის ელექტრულ აქტივობასთან. ეპილეფსია - ეს არის რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული ნერვოლოგიური პრობლემა. ნივთიერება კანაბიდოლს, რომელსაც გაცილებით უფრო მკვეთრად გამოხატული თვისებები ახასიათებს, ვიდრე მარიხუანას, შეუძლია კრუნჩხვების შემცირება 54 პროცენტით.

3. მრავალჯერადი სკლეროზი


მრავალჯერადი სკლეროზი, რომელიც გამოწვეული კუნთების სპაზმის შედეგად, მეორენაირად ცნობილია ენცეფალომიელიტის სახელწოდებით. ამ პროცესის დროს თავის ტვინის და ზურგის ტვინის უჯრედები ზიანდებიან, შედეგად კი თავს იჩენენ ფიზიკური, ფსიქიკური და ფსიქოთერაპიული პრობლემები. მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ კანაბინოიდ THC_ს შეუძლია კონტროლის დამყარება პაციენტების კუნთების სპაზმაზე.

4. სიმსივნე


ბოლო დროს სულ უფრო და უფრო დიდი სიხშირით გამოიყენებენ ექიმები კანაბინოიდ THC_ს ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტებისთვის, კანისა და ფილტვების სიმსივნის გასაკურნებლად. ეს მეთოდი გამოიკვლიეს ძაღლებზე და ყველა შედეგი დადებითი აღმოჩნდა. კანაბისი ოფიციალურად გამოიყენება აშშ_ს შტატებში სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს შორის, რათა მათ აღეძვრათ მადა და გაუმკლავდნენ უძილობას.

5. შიზოფრენია


ნივთიერება, რომელიც ნკურნავს შიზოფრენიას - კანაბიდოლია. იმ დროს, როდესაც მარიხუანის მოწევა იწვევს შიზოფრენიის მსგავს ეფექტს, ნივთიერება THC_ს, კანაბიდოლ (CBD)_ს შეუძლია მისგან განკურნება. 2012 წელს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "Translational Psychiatry"_ში, რომლის მიხედვითაც მკვლევარები ამკიცებდნენ, რომ ნივთიერება CBD პოზიტიურად მოქმედებს შიზოფრენიის მკურნალობის პროცესზე. ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 39 პაციენტმა. ოცმა მათგანმა მიიღო გარკვეული დოზა CBD, ხოლო ცხრამეტმა - ამისულფიდი. მკურნალობის შედეგები ორივე შემთხვევაში დადებითი აღმოჩნდა, თუმცა იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს CBD, ნაკლებმა გვერდითმა მოვლენებმა იჩინა თავი.

6. მეორე ტიპის დიაბეტი


მეორე ტიპის დიაბეტი (არაინსულინდამოკიდებული ტიპი) - ეს გახლავთ მეტაბოლისტური ხასიათის დაავადება, რომელიც ხასიათდება შაქარის მაღალი მაჩვენებელით. დიაბეტის ეს ტიპი განსხვავდება პირველი, ინსულინზე დამოკიდებული ტიპისგან, რომლის დროსაც კუჭქვეშა ჯირკვალი საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს დამოუკიდებლად. 2013 წლის მაისის თვეში ჟურნალ "The American Journal of Medicine"_ში დაიბეჭდა სტატია, რომელსაც ჰყავს სამი ავტორი და სამივე მათგანი ირწმუნება, რომ მარიხუანა თამაშობს გადამწყვეტ როლს შაქარის მაჩვენებელის კონტროლისას. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4 657 ადამიანმა. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მარიხუანის რეგულარული მომხმარებლები და ადამიანები, რომლებიც წარსულში მოიხმარდნენ მარიხუანას. მათი შაქრის მაჩვენებელი 16% დაბალი ჰქონდათ. ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს მარიხუანაზე დაფუძნებულ სპეციალურ წამალს სახელად "GW42004" სპეციალურად დიაბეტიკებისთვის.

7. ასთმა


ითვლება, რომ მარიხუანის მოწევა იწვევს ფილტვების პათოლოგიას, თუმცა ჩატარებული სპეციალური კვლევის შედეგები ირწმუნებიან, რომ ნივთიერება THC ეფექტური საშუალებაა ასთმის განსაკურნებლად.

8. იმპოტენცია / ერექციული დისფუნქცია


ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ამცირებს წნევას სისხძარღვებში, ნეგატიურად მოქმედებს მამაკაცის ერექციულ ფუნქციაზე. მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ "Clinical and Developmental Immunology"_ში, გვიჩვენებენ, რომ მარიხუანას შეუძლია სისხლში არსებული ქოლესტერინის მაჩვენებლის შემცირება. ასევე ჩატარებულმა სხვა უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაბინოიდი ამცირებს ჰიპერქოლესტერინემიაზე დაფუძნებული დაავადების ნეგატიურ გავლენას ერექციაზე.

9. ართრიტი


ტკივილგამაყუჩებელი - ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა მარიხუანასათვის. სწორედ ეს ნივთიერება ეხმარება ართრიტით შეპყრობილ პაციენტებს ტკივილის მოხსნაში. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მარიხუანა მოწევის შემთხვევაში გაცილებით უფრო მალე ხსნის ტკივილს, ვიდრე მისი სხვა მეთოდებით მიღების შემთხვევაში. კვლევები, რომელთაც აწარმოებენ კანადელი მეცნიერები, გვიჩვენებს, რომ კანადელების 36% ართრიტულ ტკივილებს სწორედ მარიხუანის მოწევით ანეიტრალებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანები მიჩვევისა და მარიხუანაზე დამოკიდებულობის საფრთხის წინაშე დგანან.

10. C ჰეპატიტი


C ჰეპატიტი - ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს. ვაიომინგის ინსტიტუტში, მარიხუანის სამკურნალო ეფექტების შესწავლაზე მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა მკურნალობის ახალი სქემა სახელად "Chunky Crimson". კვლევებმა აჩვენა, რომ C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების 99,8% ამ სქემის დამსახურებით განიკურნა.

ჩვენ არ ვცდილობთ იმის დამტკიცებას, რომ მარიხუანას მოწევა სასარგებლო საქმიანობაა. კვლევები, რომლებიც ტარდება უკვე რამდენიმე ათეული წელია, გვიჩვენებენ, რომ დადებით თვისებებთან ერთად, მარიხუანას მოწევა უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასუნთქ ორგანოებზე და ნერვულ სისტემაზე.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე