თიკა ჯამბურია: "ამ ქვეყანაში აფასებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ან გაიხდის ან ჩაიხდის"

თიკა ჯამბურია: "ამ ქვეყანაში აფასებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ან გაიხდის ან ჩაიხდის"
ოთხშაბათი და ხუთშაბათი კვირის ის დღეებია, როდესაც საღამო ტელეეკრანებთან ყვითელ გადაცემებს ეთმობა, "ეკა ხოფერიას შოუ", "ნანუკა ჟოჟოლიანის შოუ", სკანდალური და ეპატაჟური გია ჯაჯანიძე "სხვა რაკურსით" და მაია ასათიანი უკვდავი "პროფილით"-არჩევანი მართლაც დიდია, თუმცა ამ პატარა ქვეყანაში გადაცემები სულ რამდენიმე ადამიანის გარშემო ტრილებს. დღეს პოპლულარობა ხომ არც ისე რთულია, გაშიშვლება, სკანდალული ფოტო, ვიდეო ან სულაც სტატუსი და მთელი საქართველო შენზე საუბრობს. თუმცა პრესასა და ტელევიზიასაც ვერ დავძრახავთ, რადგან ისინი იმას აშუქებენ რაც ხალხის მასას აინტერესებს.

ამჯერად უკმაყოფილებას მომღერალი თიკა ჯამბურია გამოხატავს. ის ბავშვობიდან ცნობადი სახეა და სცენაზე დგას, ამიტომაც არც ჟურნალისტების ყურადღება აკლია. "ამ ქვეყანაში აფასებენ მხოდლოდ იმ ადანიანებს ვინც ან გაიხდის, ან ჩაიხდის.... ჩართეთ ტელევიზორი. ყველა არხზე 7 ზომა მკერდია... კარგით რა, სიმღერა მენატრება და გული მტკივა"-წერს თიკა სოციალურ ქსელში. მომღერლის ამ კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვისკენ იყო მიმართული ეს კრიტიკა, ალბათ ამას მხოლოდ ისინი მიხვდებით ვინც გუშინდელი საღამო ტელევიზორთან გაატარა.



შეგახსენებთ, რომ თიკა ჯამბურია დაქორწინებული გახლდათ ბექა ხოფერიაზე. ბავშვობის დიდი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში ოჯახი დაინგრა. წყვილს ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავს. ბექა ამჟამად რუსეთშია სასწავლებლად, სადაც მან ახალი სიყვარული იპოვა. მისი რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა. გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. გოგონა ამჟამად უმუშევარია. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, თბილისში საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ.
სტატიის წყარო:intermedia.ge