ფერების დატვირთვა ბავშვთა ნახატებში

ფერების დატვირთვა ბავშვთა ნახატებში
ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი არამარტო საუბრობს ფერების დატვირთვაზე, არამედ არსებობს თერაპიის სახეობა, ფერებით თერაპია. ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, ამიტომ ყურადღებას გავამახვილებთ ფერების დატვირთვაზე ბავშვებში. თუ კარგად დავაკვირდებით ბავშვების ნახატებს, ბევრი რამის გაგება შეიძლება. ფერის არჩევის დროს ბავშვი გამოხატავს საკუთარ განწყობას, ეს შეიძლება იყოს სიხარული, სევდა, აგრესია ან ხელოვნებით შთაგონება
თუ ბავშვს აქვს რომელიმე ამოჩემებული ფერი, რომელსაც იყენებს ხატვის დროს, ეს ხშირ შემთხვევაში მეტყველებს, რომ მის ხასიათში დომინირებს შემოქმედებისადმი სწრაფვაა, ხოლო ბავშვები რომელთაც უყვარს რამოდენიმე ფერის ერთმანეთში არევა , მომავალში ნიჭიერნი არიან სხვადასხვა სფეროში.
ეხლა კი რაც შეეხება კონკრეტულად ფერებს:
ყვითელი
ეს ფერი სულიერ სამყაროს ასაზრდოვებს, ,,ყვითელი“ ადამიანები არიან თავისუფლად მოაზროვნენი, აქვთ განსაკუთრებული ხედვა და აღქმის უნარი, ისინი არიან მეოცნებენი, ორიგინალურები და საკუთარ ფანტაზიაში ყოველთვის ქმნიან და ეძებენ ზღაპარს ცხოვრებაში. ბავშვობაში ყვითელი ფერის მოყვარული ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ მარტო თამაშს.
იასამნისფერი (იისფერი)
ამ ფერის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი სულიერი სამყარი, ისინი ნამდვილი მსახიობები არიან. მათ იზიდავთ საიდუმლოებები, მისტიკური თამაშები, აქვთ კარგი ინტუიცია, მაგრამ არიან ძალიან ემოციურები და ადვილია მათი გული ტკენა. ხშირად იცვლიან გადაწყვეტილებებს.
თეთრი
ეს ფერი იშვიათად გამოიყენება ჭარბად, მაგრამ თუ ბავშვი მას იყენებს ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ნახატებში, ეს ნიშნავს რომ ის კარგად არის სულიერად და ფიზიკურად განვითარებული, მგრძნობიარეა, მაგრამ ჩაკეტილი . მომავალში დიდი შანსია რომ გაიტაცოს ფილოსოფიამ.
ცისფერი
ცისფერი მეოცნებე ადმიანების ფერია, თავისუფლების და დამოუკიდებლობისმოყვარე ბავშვები ხშირად იყენებენ, არიან უდარდელები და გრძნობენ თავს დაცულად. უფრო მეტად იყენებენ ბიჭები ამ ფერს.
მწვანე
ცნობისმოყვარე, გაწონასწორებული, თავმოყვარე, თავისუფალი და მიზანსწრაფული ბავშვების საყვარელი ფერია, თუ უფრო მუქი მწვანის ტონალობას იყენებს ესეიგი თვლის, რომ მეტ ყურადრებას იმსახურებს და სიყვარულს, ასეთ შემთხვევაში თუ მშობელი მეტ ყურადღებას და სითბოს არ გამოხატავს დიდია შანსი რომ ბავშვი გაიზარდოს ჩაკეტილ პიროვნებად , რომელსაც შეეშინდება ცხოვრებაში ცვლილებების.
ყავისფერი
ეს ფერი გამოხატავს დისკომფორტს და უარყოფით ემოციებს, ბავშვები რომლებიც იყენებენ ყავისფერს ჭარბად, ცდილობენ გაემიჯნონ რეალობას რათა თავი უფრო დაცულად იგრძნონ, მშობელმა უნდა ეცადოს გაარკვიოს მიზეზი და ბავშვს თავი დაცულად და კომფორტულად აგრძნობინოს, შეუქმნას სითბო და სიმყუდროვე ოჯახში.
წითელი
წითელი ფერი დღემდე დავის საგნად რჩება, ერთის მხრივ ის შეიძლება გამოხატავდეს აგრესიას, ხოლო მეორეს მხრივ ძალას და ჯანმრთელობას, აქტიურობას. ენერგიული და ემოციური ბავშვების საყვარელი ფერია, გულღია, კონტაქტური და მიზანსწრაფული . მაგრამ თუ ბავშვს ადრე არ ჰქონდა სწრაფვა წითელი ფერისკენ და უცებ იყენებს მას ჭარბად, ეს იმის ნიშანია რომ ის არის დაძაბული და მას ჭირდება როგორც ფიზიკური ასევე სულიერი დასვენება, გარემოს შეცვლა.
ვარდისფერი
ყველაზე ,,ქალური“ ფერია, გოგონების საყვარელი ფერი, ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ მუდმივი, სითბო, სიყვარული და დაცულობის, ზრუნვის შეგრძნება. თუ ბიჭი იყენებს ხშირად ვარდისფერ ფანქარს ხატვისას მშობელმა მას განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება იმიტომ რომ ეს ეტყველებს უსიამოვნებებზე, დაძაბულობაზე სისუსტესა და ჩაკეტილობაზე.
ნაცრისფერი
საკმაოდ არასასიამოვნო ფერია, რომელიც მეტყველებს, სიცარიელეზე, სევდაზე, განგაშზე. მკვეთრი ფერების არარსებობა და ნაცრისფერით ჩანაცვლება არის განგაშის სიგნალი, უინიციატივო, სხვაზე დამოკიდებული თავმინებებული ადამიანების საყვარელი ფერია.
შავი
ეს არის ფერი რომლის სიჭარბეც ყველა მშობელში იწვევს შფოთვას, და ნამდვილად საყურადებოა, რადგანაც ეს დეპრესიის , პროტესტის , უიმედობის ფერია. ბავშვები რომლებიც იყენებენ შავ ფერს აქვთ სტრესი, თუ შესამჩნევად ჭარბობს შავი ბავშვის ნახატში, და ეს უცებ ვლინდება, აუცილებელია ყურადგება და სასურველია ვიზიტი ბავშვთა ფსიქოლოგთან, რათა დადგინდეს კონკრეტულად რა იწვევს ბავშვში პროტესტის გრძნობას, შიშს და უიმედობას.
შეჯამება:
პასტელური ფერებით შესრულებული ნახატები მეტყველებს ბავშვის სიმშვიდეზე მაგრამ ჩაკეტილობაზე. სასიამოვნოა როცა ბავშვი ნახატში შერეულად იყენებს ისეთ ფერებს როგორიცაა: ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, მწვანე და სტაფილოსფერი, რადგანაც ეს მეტყველებს მის გაწონასწორებულობაზე, კომფორტზე, და პოზიტიურ განწყობაზე.
თუ თქვენ დახედეთ ბავშვის ნახატს და ნახეთ რომ ის იყენებს რომელიმე ,,არასასიამოვნო“ ფერს ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეშფოთდეთ, დააკვირდით, შეშფოთების საფუძველი არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე კონკრეტულ ამოჩემებულ ფერს სხვადასხვა ნახატებში იყენებს ბავშვი 2 კვირის განმავლობაში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის დიაგნოზი, ეს არის მხოლოდ ვარაუდია, ამ ყველაფრის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს სრული გამოკვლევის შემდეგ კონკრეტულ შემთხვევაში.
სტატიის წყარო:b2p.ge