გოჩა ჭაბუკაიძემ უკრაინაში ატო-ს მებრძოლებს უმღერა: "ჩვენ ეს გავიარეთ..!" (ვიდეო)

გოჩა ჭაბუკაიძემ უკრაინაში ატო-ს მებრძოლებს უმღერა: "ჩვენ ეს გავიარეთ..!" (ვიდეო)
საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულმა გოჩა ჭაბუკაიძემ უკრაინის "ჩემი ტალანტის" კონკურსში სცადა ბედი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მისი სიმღერა ნამდვილი აღმოჩენა გახდა.
კასტინგის შემდეგ გამოსვლაზე გოჩა ჭაბუკაიძემ აღნიშნა, რომ ის იმ ქვეყნიდანაა, რომელმაც უკვე გამოიარა ომის ჯოჯოხეთი და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას. სწორედ ამის დასადასტურებლად გოჩა ატო-ს მებრძოლებს შეხვდა და მათთვის ქართული და ინგლისური სიმღერები შეასრულა. დარბაზში ის ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გადიან.