ღია ნატურა: რატომ არის მოთხოვნადი აგრესიული სექსუალურობა?

ღია ნატურა: რატომ არის მოთხოვნადი აგრესიული სექსუალურობა?
ნიკი მინაჭი სცენაზე საცვლებში გამოდის, რიანა დაჯილდოვებაზე მილიონობით ადამიანის წინაშე გამჭვირვალე კაბით თავს იწონებს, მაილი საირუსი კლიპში მთლიანად შიშველი იღებს... სცენაზე, ტელეეკრანებზე და სოციალურ ქსელებში ვარსკვლავები ავრცელებენ არა მხოლოდ თავიანთ სექსუალრ ფოტოებს, არამედ უბრალოდ ახდენენ სექსუალურობის პროვოკაციას... რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩვენთვის?

ორმაგი სტანდარტი


2013 წელს მსახიობმა რაშიდა ჯონსმა ააფეთქა სოციალური მედია, როდესაც თვითერზე პოპ-ვარსკვლავების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი გადმოსახედიდან არასაკმარისად მოკრძალებულად, მორცხვად იცმევენ და ამ პროფილს სახელად "#stopactinglikewhores" დაარქვა, რაც ქართულად ნიშნავს: "მოეშვით ისე მოქცევას, თითქოს მეძავეები იყოთ". მსახიობის ამგვარ ქმედებას ხალხის განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ზოგი ნამდვილად ეთანხმებოდნენ მას, თუმცა გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შემდეგ აზრზე იყვნენ: "არ შეიძლება ქალბატონს უწოდო მეძავი იმის გამო, რომ ის თავის სექსუალურობას არ მალავს. პირიქით ეს ძალიან მაგარია!", "ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მოექცნენ საკუთარ თავს ისე, როგორც მოესურვებათ. მოეშვით მათ განსჯასა და განკითხვას"...

ნამდვილად არ არის ლამაზი იმ ადამიანების მეძავეებად მოხსენიება, რომელთა მორალი, ეთიკა და შეხედულებები არ ემთხვევა თქვენსას. რატომ არ განიკითხავს არავინ ჯასტინ ბიბერს, რომელიც სცენაზე თითქმის ყოველთვის ნახევრად შიშველი გამოდის, ან პიტ დოერტის, რომლიც აღვირახსნილ წვეულებებს აწყობს? და რატომ გვყავს ამოჩემებული მაინც და მაინც მაილი საირუსი? საქმე ორმაგ სტანდარტებშია...

"პოპ-ვარსკვლავები ნათლად გვანახვებენ, რომ მთავარია იყო სექსუალური, რასაც ბევრი ქალბატონი გაურკვევლობამდე მიჰყავს... ცუდია, როდესაც დემონსტრირებენ ჯერ საკუთარ სხეულს და მხოლოდ ამის შემდეგგ ნიჭს" - აცხადებს მომღერალი სანტიგოლდი.

"ვარსკვლავეი, რომლებიც ირჩევენ ამ სექსუალურ ჩაცმულობის სტილს, აძლევენ არაჩვეულებრივ მაგალითს ქალბატონებს, რომ საჭიროა საკუთარ იმიჯზე ექსპერიმენტების ჩატარება და მათ არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენის. ნამვილი ვარსკვლავები სწორედ, რომ ასეთი თავისუფლები და საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა იყვნენ " - არ დაეთანხმა სანტიგოლდს კოლეგა ამანდა პალმერი.

მართალია შეგვიძლია მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი, რომელიც დაგვანახვებს, რომ სელებრითების მსგავსი ქმედებები არ არის მისაღები, თუმცა არსებობს მათი გამამართლებელი ერთი მთავარი არგუმნტი, რომ შოი-ბიზნსესს თავისი წესებიდა კანონები აქვს, ხოლო მიიღებენ, თუ არა მას ვარსკვლავები, თავიანთი გადასაწყვეტია.

ზედმეტად ღია და თამამი ჩაცმულობების შედეგად ძალიან მალე აღარ დარჩება არაფერი, რითიც ქალბატონები მამაკაცის გაკვირვებას შეძლებენ და თუ ის მაინც დაინტერესებულია თქვენით, მაშინ ეს კავშირი ხანმოკლე იქნება...

"ქალბატონებისგან სექსუალურობას მოითხოვენ არა მხოლოდ ესტრადაზე, არამედ სხვა პროფესიებშიც დაწყებული ათლეტებიდან დამთავრებული სტიუარდესებით. ვარსკვლავები უბრალოდ ირეკლავენ ამას" - აცხადებს თეატრის რეჟისორი და ფემინისტი ლედა გარინა და აქვე ამატებს: "მიზეზი იმისა, რომ მამაკაცები უკვე აღიქვამენ ქალბატონებს, როგორც გართობისა და სიამოვნების მიღების ობიექტებად არა ვარსკვლავების, არამედ პორნო ინდუსტრიის დამსახურებაა"...

"Google"_ის მონაცემების მიხედვით ქვეყნების ტოპ ათეულში, სადაც ყველაზე ხშირად ეძებენ პორნოს, პაკისტანი პირველ ადგილზეა. "სექსუალურობას ვერც ვერავის აუკრძალავთ და ვერც უარყოფთ. ის ადამიანის ბუნებაშია" - ამბობს ფსიქოლოგი ელენა ნოვასელოვა.

ბიონსე

ღია ნატურა: რატომ არის მოთხოვნადი აგრესიული სექსუალურობა?
მაილი საირუსი


ჯენიფერ ლოპესი


რიანა


მადონა

[
ნიკი მინაჟი