4 ფაქტი ქალბატონების მკერდის შესახებ, რომელზეც ისინი თავად საუბრობენ...

4 ფაქტი ქალბატონების მკერდის შესახებ, რომელზეც ისინი თავად საუბრობენ...
ქალები ლოიალურად ეკიდებიან მამაკაცის განსაკუთრებულ სიყვარულს მკერდის მიმართ.

გამოკითხული ქალბატონების ერთი მეოთხედი თვლის, რომ მამაკაცების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში მკერდის მიმართ ცუდი არაფერია. ქალების 70% მიიჩნევს, რომ კაცების უმარველობას მკერდი სხეულის სხვა ნაწილებზე მეტად მოსწონს. "ვგიჟდები, როდესაც მამაკაცები მკერდზე თვალს მაყოლებენ" - გაუმხილა მკვლევართა ჯგუფს ერთ-ერთმა მონაწილემ და აქვე დასძინა: "ეს ფაქტი მანიჭებს იმის განცდას, რომ მე მათზე (მამაკაცებზე) ძალაუფლება მაქვს მოპოვებული". რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მიაშტერდეთ ქალბატონებს და დაიწყოთ ამ თემასთან დაკავშირებით უხამსი ხუმრობები. არასდროს დაივიწყოთ კარგი მანერების შესახებ და ყოველთვის შეიანხეთ თქვენი ფანტაზია თქვენთვისვე. მოექეცით იმ ქალბატონს პატივისცემით და დააფასეთ იგი, ვინც საკუთარ "სიამაყეებზე" შეხების საშუალება მოგცათ...

ბევრ ქალბატონს საკუთრი მკერდი თქვენზე ძალიან უყვარს.

დაკითხულთა უმრავლესობა მკერდს სექსუალურობის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს. ქალბატონების 62 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ტანის ზედა ნაწილის გახდა უფრო სექსუალურია, ვიდრე - ქვედა ნაწილის, ხოლო მათი 78% უპირიატესობას ანიჭებს მხედრულ პოზას სექსის დროს, რადგან ასე მათი მკერდი უკეთ ჩანს. "ქალბატონი უნდა ამაყობდეს თავისი მკერდით. ევოლუციის ეს სასწაული ისეთივე მრავალფუნქციონალურია, როგორიც შვეიცარიული დანა: კვებავს ბავშვებს, ანიჭებს სიამოვნებას, იზიდავს კომპლიმენტებს და ა.შ" - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

ქალბატონს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ცუდი წარმოდგენები საკუტარ მკერდზე.

ცხოვრების მანძილზე ქალბატონი საშუალოდ იცვლის ექვს სხვადასხვა ზომა ლიფს. მენსტრუაცია, ანტიჩასახვის აბები, წონის ცვლილება, ორსულობა და ბავშვის კვება - ყოველივე ჩამოთვილი საგრძნობლად მოქმედებს მკერდის ფორმაზე, ზომაზე და მგრძნობიარობაზე. "ყველაზე სექსუალური, რისი ტარებაც შეუძლია ქალბატონს, ეს თავდაჯერებულობაა" - ამბობს ელიზაბეტ სკვაირსი, რომელიც გახლავთ წიგნის "Boobs: A Guide to Your Girls"_ის ავტორი. ასე, რომ დაეხმარე მას, რათა მან შეძლოს საკუთარ სხეულთან დამეგობრება. ეს ისევ თქვენს ინტერესებში შედის მამაკაცებო.

ლოგინში თქვენ არაფერი იცით მკერდის შესახებ.

მამაკაცები, როგორც წესი მკერდს ეხებიან ორი გზით: ერთი გზა, რომლის მიხედვითაც მამაკაცები ისე ეხებიან ქალის მკერდს, როგორც მათ მოსწონთ, ან მეორე - როგორც მათ ყოფილ პარტნიორს მოსწონდა, თუმცა ამ დროს თქვენს ახლანდელ პარტნიორს შეიძლება სულ სხვანაირად მოსწონს... ყველა ქალბატონი შეიგრძნობს საკუთარ მკერდს თავისებურად, ასე, რომ აი ჩვენგან უფასო რჩევა: ყოველ ჯერზე, როდესაც ქალბატონი მოიხსნის ბიუსჰალტერს თქვენს წინაში, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც იცოდით აქამდე მკერდის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ აქამდე არასდროს გინახავთ მკერდი და სწორედ ამის შემდეგ აღიქვამს ქალბატონი თქვენს თითოეულ შეხებას ახლებურად....