"იურული პერიოდის მსოფლიოს" თრეილერმა Youtube ააფეთქა

"იურული პერიოდის მსოფლიოს" თრეილერმა Youtube ააფეთქა
კომპანია Universal Pictures-ის Youtube-ის არხზე ფილმ "იურული პერიოდის მსოფლიოს" ახალი თრეილერი გამოქვეყნდა. ერთ დღეში ვიდეორგოლი ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ფილმის მოქმედება წინა ნაწილის მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ ვითარდება: კუნძულ ნუბლარზე დინოზავრების პარკის რეკონსტრუქცია განხორციელდა, მაგრამ გასართობ კომპლექსს დამთვალიერებლები აკლდება, რის გამოც ხელმძღვანელობა სტუმრების მოზიდვის მიზნით ახალი ატრაქციონის გახსნას გადაწყვეტს. შედეგად, შემოსავლის ნაცვლად კომპანიის მფლობელები მხოლოდ უსიამოვნებებს იღებენ.

სტატიის წყარო:palitratv.ge