უკვე 75 წელია, რაც ფინეთში ყველა ახალგაზრდა დედა მსგავს ყუთს იღებს საჩუქრად. თუ რატომ, ეს გასაოცარია...



თითოეულმა ქალბატონმა, ვისაც შვილი ჰყავს, ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად დიდი თანხა და სახსრებია საჭირო ახალშობილის მოსავლელად. თითქოს ყველა საჭირო ნივთსა და პროდუქტს მიზერულ თანხად ყიდულობთ, თუმცა ჯამში მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობით ფულის "გაფლანგვა" გიწევთ. და აი ასე ხდება ყოველდღიურად... გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, ბევრ მათგანს ხელფასი თვიდან თვემდეც კი არ ჰყოფნის... სწორედ ამიტომ ფინეთის მთავრობა ძალზედ სერიოზულად ეკიდება ისეთ საკითხს, როგორიცაა ოჯახში ახალი სიხარულისა და სიყვარული გაჩენა... აგერ უკვე 75 წელია, რაც ყველა ახალგაზრდა დედა მთავრობისგან საჩუქრად მაგიურ ყუთს იღებს, რომელიც სავსეა ჩვილის აღსაზრდელად საჭირო ყველა აუცილებელი ნივთით: პამპერსებით, ხელსახოცებით, ტანსაცმლით, სათამაშოებით და ა.შ. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვითონ ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ყველა ეს საჩუქარი, წარმოადგენს საკმაოდ კომფორტულ ლოგინს ახალშობილისათვის.

უკვე 75 წელია, რაც ფინეთში ყველა ახალგაზრდა დედა მსგავს ყუთს იღებს საჩუქრად. თუ რატომ, ეს გასაოცარია...

ახალგაზრდა დედებს ეძლევათ არჩევანი ან მიიღონ მთავრობის საჩუქარი ამ ყუთის სახით ან აიღონ ფულადი თანხა ხელზე 140 ევროს ოდენობით. სტატისტიკური მონაცემებით ქალბატონების 95% ფულად თანხას ყთის აღებას ამჯობინებს. ამ ყუთისა და მასში არსებული ნივთების საფასური ჯერადად აღემატება ზემოთ ნახსენებ თანხას.

უკვე 75 წელია, რაც ფინეთში ყველა ახალგაზრდა დედა მსგავს ყუთს იღებს საჩუქრად. თუ რატომ, ეს გასაოცარია...

ეს ძალიან კარგი ტრადიცია ფინეთში დაიბადა 1938 წელს. ამ პერიოდში ფინეთი ძალზედ გაჭირვებული ქვეყანად ითვლებოდა, სადაც ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდი იყო. თავდაპირველად მთავრობა მსგავს ყუთებს მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებდა, თუმცა 1949 წლიდან მსგავს საჩუქარს ყველა ახალგაზრდა ოჯახი იღებს.

უკვე 75 წელია, რაც ფინეთში ყველა ახალგაზრდა დედა მსგავს ყუთს იღებს საჩუქრად. თუ რატომ, ეს გასაოცარია...

არსებობს მოსაზრება, რომ დღეს-დღეობით ფინეთში ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც სწორედ ამ ყუთებითაა განპირობებული. ეს არაჩვეულებრივი მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის... მთავრობის ასეთი საქციელი მშობლებს არწმუნებს იმაში, რომ მათი შვილი საზოგადოებას სჭირდება...