ქალის ხასიათი მისი საყვარელი საცვლის ფერის მიხედვით

ქალის ხასიათი მისი საყვარელი საცვლის ფერის მიხედვით
ქალის შეჩვევა რომელიმე ფერთა გამასთან საკმაოდ ზუსტად გვიყვება მისი ხასიათისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ. ქალის საცვლების სფეროში ქალბატომები უპირატესობას ერთი-ორ ფერს ანიჭებენ....

ყველგან და ყველაფერში გემოვნება - პირადი საქმეა. თუმცა აღმოჩნდა რომ შესაძლებელია შევიცვალოთ განწყობა, თუკი შევიცვლით საცვლის ან კუპალნიკის ფერს - ანუ ნივთებს რომელიც ყველაზე ახლოსაა სხხეულთან. ყოველ შემთხვევაში ფერების ენა, შემოთავაზებულია დიზაინერების მეირ ქალთა საცვლების თემატიკაზე, ის კარგი საშუალებაა გაერკვეთ საკუთარ თავში და თუნდაც მცირედით მაგრამ მაინც შეცვალოთ ცხოვრების აღქმა.



თეთრი ფერი არ მოქმედებს განწყობაზე და ერგება ყველას, გამონაკლისების გარეშე. მას არ აქვს გავლენის მოხდენის ძალა,რადგან მის საფუძველში ჩადებულია ერთმანეთის მანეიტრალიზებელი ორი სტიქია: ფერის სიმკვეთრე და ყინულის სიცივე.


შავ საცვლებს უპირატესობას ანიჭებენ ქალბატონები, რომლებიც მიდრეკილი არიან თვითგვემისკენ .ეს ფერი ეხმარებათ არათავდაჯერებულობის დაძლევაში. თუმცა მუდმივად შავი ფერის საცვლების ტარება არ არის რეკომენდირებული ქალბატონებისთვის, რომლებიც ცხოვრებას ნათელ ფერებში ვერ ხედავენ.


ნაცრისფერი ფერი უყვართ მოაზროვნე და მიუნდობელნატურებს. ისინი საკმარისად დაფარულები არიან ეშინიათ მიიღონ გაუაზრებელი გადაწყვეტილებები. სამაგიეროდ ქალები რომლებიც ნაცრისფერ საცვლებს ატარებენ, რომლებიც ბრწყინვალედ არის დამუშავებული, გამოირჩევიან გასაოცარი ერთგულებით.

ლურჯი საცვლები- მორიდებული მელანქოლიკებისთვისაა. ისინი ყოველთვის პუნქტუალურად და პედანტურად იქცევიან და საეჭვოა რაიმე თამამი ან გაბედული მოქმედება ჩაიდინონ, რომლებიც მორალის წესებს ეწინააღმდეგება.

ცისფერი დაეხმარება ქალბატონებს თავქუდმოგლეჯილი დაედევნონ ოცნებებს. ისინი არ გაიხსენებენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, არ გაანალიზებენ მიზეზებს, აწმყოზე ფიქრსაც კია რ დაიწყებენ. ისინი მომავალში ცხოვრობენ - აქეთაა მიმართული ყველა ფიქრი, ამიტომ ქალბატონები "ცისფერ ტონებში" უფრო ხშირად არ არიან მუდმივები.

ქალბატონებს რომლებსაც იასამნისფერი ფერის საცვლები ურჩევნიათ, გონიერები, საღად მოაზროვნეები არიან, ისინი საკუთარი შეგრძნებების სამყაროში არიან ჩაძირულები.

მწვანე - სიცოცხლის, გაზაფხულის და ბუნების ფერია , ირჩევენ ისინი, ვისაც სხვისი გავლენის ეშინია, ისინი გამოირჩევნიან განვითარებული ინტუციით. ახალი ნაცნობებს და შეუჩერებელ მხიარულებას ისინი არჩევენ გამოცდილ მეგობრებს და დაუჩქარებელ საუბრებს.

ყვითელს
შეუძლია მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას. მზისფერი საცვალი ან კუპალნიკი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ნერგავს ოფტიმიზმს. ისინი ვინც უპირატესობას ყვითელ საცვლებს ანიჭებენ, სიამოვნებას თავად იმ შესაძლებლობისგანაც იღებენ რომ სხვებს მოწონდეთ, ისინი კარგი მოსაუბრეები არიან, ადვილად იძენენ ახალ მეგობრებს.

ყავისფერი საცვლების მატარებლები ზამთრის ხასიათის არიან, არ არიან მიდრეკილი ფუჭ განხილვებზე და აუხდენელ ოცნებებზე. ასეთი ქალებს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. ამიტომ ხალხს ვისაც ყავისფერი ფერი უყვარს, ტრადიციების მოყვარულები არიან და მყარად დგანან ფეხზე.

სტაფილოსფერი ფერი ფანტაზიორებს უყვართ, მათან ურთიერთობა ყოველთის სახალისო და საინტრესოა. არსებული რეალობა მათვის ძალიან ღარიბია ემოციურად და ისინი შთაგონებით აგებენ ოცნების კოშკებს, მათ შეუძლიათ თავიანთ ოცნებებში მეგობრებიც აიყოლიონ.უყვართ გრძნობების თავისუფლად გამოხატვა - ისინი ყოველთვის გაიზიარებენ თქვენს სიხარულს და პირველები დაგამშვიდებენ საჭიროების შემთხვევაში.




წითელი - თამამი ადამიანების ფერია, ისინი თავისუფლები და კომუნიკაბელური ადამიანები არიან, არიან ფეთქებადები,ტემპერამენტულები მეგობრობაში და პრინციპულები ურთიერთობაში. ისინი არასდროს არაფერს მალავენ. ნატურით ლიდერები არიან და ამით ამაყობენ.ცუდათაა მისი საქმე ვინც მათ სიამაყეს შეეხება.

ვარდისფერი უყვართ ნაზ ამაღლებულ ქალებს.მათი სენტიმენტალური ცხოვრებით ტკბობა და მერყევი დახვეწილობამ შესაძლოა პრაგმატისტების გაღიზიანება გამოიწვიოს.სულიერი განწყობის მიხედვით ისინი ძალიან ბუტიები არიან,მათ არ უნდა კონფლიქტები და მზად არიან დათმონ ყოველთვის - იმისათვის რომ მშვიდობა შენარჩუნებული იქნას.