TOP სამი ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი

TOP სამი ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი
ხშირად ხდება ისე, რომ სხვადასხვა კომპანიის მესვეურები ამაოდ დაეძებენ კარგ კადრს სარეკლამო კომპანიის სწორად დასაგეგმად. ასეთ დროს როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია გაითვალისწინოთ პოტენციური კადრის ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტის თვისებები. იმიტომ რომ არსებობენ ნიშნები, რომელთაც კრეატივში ბევრს ვერ მოსთხოვთ, სამაგიეროდ, საფინანსო თემა თვალდახუჭულმა შეგიძლიათ ანდოთ (მაგ. კურო, ქალწული, თხის რქა) ან სულაც ურთულესი აპარატურის მართვა ჩააბაროთ და დარწმუნებული იყოთ, რომ აქ იგი თავს ისე იგრძნობს როგორც თევზი წყალში (მერწყული, ლომი).

თუმცა დღეს მოდით, ყველაზე კრეატიულებზე ვისაუბროთ:

ტყუპი - მისი მოქნილი გონება პირდაპირ გათვლილია სხვადასხვა ტიპის სარეკლამო ტრუკების მოფიქრება-განხორციელებაზე. იგი შეგიძლიათ დაასაქმოთ სოციალური მედიის მართვის ჯგუფში, მარკეტინგის განყოფილებაში. მიანდოთ საქმე, რომელიც გაყიდვების ზრდის თემას ეხება. ყველაფერი, სადაც საუბარი ინფორმაციის მიღება-გაცემა-გადაცემაა საჭირო ტყუპის თემაა.

მშვილდოსანი - მმართველი პლანეტა იუპიტერი მშვილდოსანს მასშტაბურად აზროვნების გასაოცარ უნარს ანიჭებს. იგი შინაგანად "მასხარაა", ამიტომ ყოველთვის აქვს მოთხოვნილება ცხოვრება დიდ ცირკად გადააქციოს. შესაბამისად, თუკი თქვენ მშვილდოსანს ქუჩის აქციების, მასობრივი"ფლეშ მობის" ან რაიმე მასშტაბური სარეკლამო კამპანიის ორგანიზებას ანდობთ, მერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

მერწყული TOP სამი ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი- მისი ნიჭი და უსაზღვრო კრეატივი ძირითადად ვებ-ინდუსტრიაში ვლინდება. მერწყული გასაოცარი ოსტატობით ახერხებს ზუსტად ამ სფეროში მოახდინოს გადატრიალება, დასახოს ორიგინალური სარეკლამო კამპანიები, რომელიც მყიდველისთვის პროდუქციის უჩვეულო მეთოდით შეთავაზებას გულისხმობს ინტერნეტის მეშვეობით. ბევრი მერწყული შეუდარებელია ასევე როგორც ბლოგერი ან ვებქონთენთ-ადმინისტრატორი. ასე რომ, ამ ადამიანების ნიჭი დამქირავებელმა მიზნობრივად უნდა გამოიყენოს.
სტატიის წყარო:astrologi.ge