7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...



Keret House

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

Keret House — ერთ-ერთი ყველაზე წვრილი სახლი მსოფლიოში. ეს ორიგინალური საცხოვრებელი გარემო შეიქმნა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ორი დიდი შენობის შუაში დარჩენილ სივრცეში. სახლი მდებარეობს ვარშავის ცენტრში.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

სახლი დააპროქტა და ააშენა არქიტექტორმა იაკუბა შენსიმ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს სახლი სიგანეში მხოლოდ 1,22 მეტრია.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ნამდვილად წარმატებულად განახორციელა არქიტექტორმა და დიზაინერმა. პირველ სართულზე განთავსებულია ტუალეტი და სამზარეულო, ხოლო მეორე სართულზე საძინებელი ოთახი და სამუშაო მაგიდა. ორი სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო ვერტიკალური კიბეთი.

Sculp (IT)

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ეს გახლავთ ოთხსართულიანი სახლი, რომლის სიგანეც მხოლოდ 2,5 მეტრია. იგი განთავსებულია ანტვერპენის ცენტრში.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

არქიტექტორები ვერ თანხმდებოდნენ საცხოვრებელი სახლის აშენება იქნებოდა უკეთესი ამ ადგილას, თუ ოფისის. საბოლოო ჯამში მათ ორივე ერთ გარემოში გააერთიანეს. პირველ სართულზე განთავსებულია ოფისი, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე საცხოვრებელი ოთახები.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ყველაზე საინტერესო ელემენტად ამ სახლში მიჩნეულია აბაზანა. სივრცის უკმარისობის გამო იგი განათავსეს სახლის სახურავზე ღია ცის ქვეშ.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

სახლი-ოფისი Sculp (IT) საღამოს გაცილებით ეფექტური და ლამაზი სანახავია, რადგან ამ დროს თითოეული სართული განსხვავებულ, ძალიან ლამაზ ფერშია განათებული.

Sfaro Architects

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

როგორც წესი 40 კვადრატულ მეტრში ერთი ოთახის განთავსებაც კი ცოტათი რთული საქმეა, თუმცა სტუდია "Sfaro"_ს არქიტექტორებმა ისრაეილიდან აქ 4 ოთახის განთავსება შეძლეს.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ამ საოცარი არქიტექტურული ნამუშევრის საიდუმლო მის წრიულ ფორმაში მდგომარეობს. ბინის ცენტრში განთავსებულლია ვანა-ტუალეტი, ხოლო მის გარშემო დანარჩენი ოთხი განყოფილება: საძინებელი ოთახი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და შემოსასვლელი.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

სახლის წრიული ორგანიზება ქმნის გაცილებით დიდი სივრცის შთაბეჭდილებას, ვიდრე 40 კვადრატული მეტრია.

E-Village Studio

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ეს გახლავთ ბინა-სტუდია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ისტ-ვილიჯის რაიონში, მანჰენტენში.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

სახლის მეორე სართულზე განთავსებულია მხოლოდ ერთი ოთახი.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

შკაფის თავზე განთავსებულია ლოგინი, მის ერთ მხარეს საკმაოდ დიდი კარადა, ხოლო მეორე მხარეს - სამზარეულო.

Dwelle.ing

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ბრიტანული კომპანია "Dwelle" მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ 18 კვადრატული მეტრი სრულიად საკმარისია კომფორტულად ცხოვრებისთვის.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

"Dwelle.ing"_ის სახლი არაჩვეულებრივი შანსია ადამიანებისთვის შეიძინონ საკუთარი სახლი ცხოვრებაში პირველად. ამ მცირე ზომის სახლში პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმრო ოთახი, საძინებელი ოთახი, სამუშაო მაგიდა, ხოლო მეორე სართულზე - აბაზანა და სამზარეულო. მისი ფასი მხოლოდ 15 000 ფუნტს შეადგენს. ამ ფასად თქვენ ლონდოში მცირე ზომის ბინის ნახევარი წლით დაქირავებას შეძლებთ.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

"Dwelle.ing"_ის სახლებში სივრცის თითოეული სანტიმეტრი გათვლილია და ოპტიმალურადაა გამოყენებული.

ბინა-ტრანსფორმერი

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ესპანელმა არქიტექტორმა ბარბარა აპოლონმა შექმნა ბინა-ტრანსფორმერი, რომელიც სულ რაღაც 24 კვადრატული მეტრია...

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ჩანაფიქრის განხორციელების შედეგად მან შექმნა არაჩვეულებრივი გარემო, რომელშიც ლოგინი მომენტალურად გადაიქცევა დივანად, კედელი - მაგიდად, შკაფი - მაცივრად, ხოლო მაგიდა - ფანჯარად.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

რაციონალიზმის პრინციპი ამ სახლის დაპროექტებისას უპირველეს საფეხურზე იდგა.

upLIFT

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

ნიო-იურკის ქუჩები უკვე ზედმეტად გადაიტვირთა ამა, თუ იმ სახის ტრანსპორტით. სწორედ ამიტომ მათ შეიმუშავეს იდეა და ქალაქი გაანთვისუფლეს ზედმეტი ავტომობილებისგან. შედეგად დარჩა უამრავი თავისუფალი ადგილი სადაც ადრე მანქანების პარკინგი იყო. კომპანია "upLIFT"_მა საზოგადოებას არა საჭირო პარკინგის სივრცის საცხოვრებელ სახლებად გადაქცევა შესთავაზა.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

მათი მტკიცებით შესაძლებელია შეიქმნას ისეთი საცხოვრებელი მოდულები, რომლის ზომაც ერთი მანქანის საპარკინგე ადგილის ზომა იქნება.

7 პატარა სახლი, რომელშიც თითოეული სანტიმეტრი სრულყოფილებაა...

თითოეული ასეთი მოდული შეიცავს აბაზანას, პატარა სამზარეულოს, საძინებელ, სასტუმრო ოთახს. თანაც არ არის აუცილებელი ყველა მოდული ერთდროულად ჩადგმა და პარკინგის სივრცის მთლიანად ათვისება. ეს პერიოდულად შესაძლებელია განხორციელდეს.