ნანა არახამიას ესპანური სიმღერა სუნთქვას შეგიკრავთ - აფხაზი მომღერალი ჟიურიმ სოფი ლორენს შეადარა

ნანა არახამიას ესპანური სიმღერა სუნთქვას შეგიკრავთ - აფხაზი მომღერალი ჟიურიმ სოფი ლორენს შეადარა
რუსეთში მუსიკალური შოუ Главная сцена-ს (X Factor-ის რუსული ანალოგი) მეორე ტურის დასკვნით ეტაპზე მწვრთნელმა ვიქტორ დრობიშმა, რომლის გუნდშიც აფხაზი მომღერალი 22 წლის ნანა არახამიაა (იასენია), 28 წლის ვლადა ჩურპოვას და 20 წლის გულნაზ ხასანოვას დაუპირისპირა. ნანამ, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ესპანური სიმღერა Me Voy შეასრულა და ჟიურისგან ბევრი საქებარი სიტყვა დაიმსახურა.

"დამაცადეთ ამოვისუნთქო... ისე იმღერა, მართალია ვერცერთი სიტყვა ვერ გავიგე, მაგრამ უბრალოდ შემიყვარდა. როგორც პატარა ბიჭი ისე ვიჯექი და ვუყურებდი და ვუსმენდი ამ არაჩვეულებრივ ხმას", - აღნიშნა ჟიურის წევრმა უოლტერ აფანასევიჩმა. "დაჭრილი ჩიტივით იყო სცენაზე. ეს შესანიშნავი შესრულება იყო! დიდი მადლობა", - აღნიშნა პროდიუსერმა მაქსიმ ფადეევმა.

მწვრთნელების შეფასებების შემდეგ როიალთან შოუს წამყვანი გარიკ მარტიროსიანი დაჯდა და ნანასთან ერთად სიმღერა Лодочка-შეასრულა. რაც შეეხება ნანას, იგი მწვრთნელმა ვიქტორ დრობიშმა მორიგ ტურში გადაიყვანა.