ძალიან გთხოვთ ყველამ ნახეთ! ამ ქალს თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება!

ძალიან გთხოვთ ყველამ ნახეთ! ამ ქალს თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება!
ას შემდეგ, რაც ‘გურიის მოამბეში” ლანჩხუთში მცხოვრები მოხუცი ქალბატონის და მისი უმძიმესი ყოფის შესახებ წერილი გამოქვეყნდა, მეორე დღესვე სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაჩნდა გვერდი ” დავეხმაროთ ლანჩხუთელ ბებოს” და მისთვის სრულიად უცხო ადამიანებმა გადაწყვიტეს დაეხმარონ 78 წლის მოხუცს, რომელსაც ელემენტარული არც საცხოვრებელი პირობები გააჩნია და არც ამბის მომკითხავი ჰყავს ვინმე: ‘ალბათ მკვდარი ვგონივარ ყველას, არადა ცოცხალი ვარ და დახმარება მჭირდება. ადამიანის ხმა მენატრება”-მარტოობაში გატარებული 10 წელი და ყოფა, რომლის გამოც, სიბერე გაუმწარდა და სიკვილს ნატრობს.
და, მაშინ როცა ლანჩხუთის გამგეობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, თავის მართლების მიზნით, წინა პლანზე ოჯახური პრობლემის წინა პლანზე წამოწევას ცდილობენ, ამ დროს რამდენიმე ათეული ადამიანი, იმისთვის გაერთიანდა, რომ მოხუცისთვის იმ პირველადი მოხმარების საგნებისა და სურსათის შეროვება შეძლონ, რაც მას ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება: ‘შაქარი, ფქვილი, თეთრეული, ჭურჭელი, ბურღულეული, მედიკამენტები, ეს ნივთები და საკვებია, რასაც ბებოს მიმდინარე კვირის ბოლოს გადასცემენ. ზრუნავენ იმაზეც, დახმარება მხოლოდ ერთჯერადი ხასიათის არ დარჩეს და ‘„თიბისი“ ბანკში ანგარიშიც გახსნეს, რათა შეგროვილი თანხით გაუხანგრძლივონ 78 წლის ბებოს გამოჩენილი ყურადღებით მიღებული დიდი სიხარულიც და ბედნერებაც, რომ თავადაც იცოდეს, ყველამ იცის, რომ ცოცხალია და დახმარების ხელსაც გაუწვდიან.
ჯანმრთელობა შერყეულ მოხუცს, რომელსაც ჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს და ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრის მოშორებით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მარტოს უწევს სიბერის გატარება, კეთილი ადამიანების დახმარებით პასუხად მხოლოდ ის არ ექნება რომ ‘განცხადება დაწეროს და დავეხმარებით” ან კიდევ ‘რედაქციაში რომ მიიტანა პრობლემა, ჩვენამდე მოსულიყო”. ასეთი დამოკიდებულა არის სწორედ იმის მაგალითი, რამდენად წუხს ხელისუფლება იმ ადამიანებზე, ვისზე ზრუნვაც მისი პირდაპირი მოვალეობაა და კიდევ, საინტერესო ისაა, მაშინ როცა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტები სიტემატიურად ამოწმებენ მათ ბაზაში რეგისტრირებულ ფულადი შემწეობის მიმღებ ბენეფიციარებს, არ გამოეპარებათ არც ერთი დანამატი ან დანაკლისი, რასაც ოჯახში აქვს ადგილი და ვერც იმას გამოაპარებს ვინმე, ვინ რომელი ქვეყნის საზღვარს რ რიცხვში გადაკვეთავს, როგორ გამოეპარა 10 წლის განმავლობაში ოჯახის წევრი, რომელიც მათთან თურმე დახმარების მიმღებად ირიცხება?!
ჩვენ კი, მთელი რედაქციის სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ კეთილ ადამიანს, ვისთვისაც სიკეთის კეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსახური განცხადებების კეთება. სიკეთე გადამდებია და მას ყველა პრობლემის დამარცხება შეუძლია!
გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც ჩარიცხული თანხა მოხმარდება ბებოს მედიკამენტების, საკვების და შეშის შესყიდვას.
მიმღების ანგარიში: GE54TB7968945061600001
მიმღების სახელი: თეონა ლომინეიშვილი
მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
სტატიის წყარო:guriismoambe.com