5 მეთოდი სექსის დროს სიამოვნების გახანგრძლივებისთვის

5 მეთოდი სექსის დროს სიამოვნების გახანგრძლივებისთვის
ციფრები არ ტყუიან. წყვილთა უმრავლესობას ორგაზმის მისაღწევად 5-10 წუთი სჭირდებათ. თუ სექსის დროს სიამოვნების გახანგრძლივება გინდათ, მიჰყევით Feme-ს 5 მეთოდს!

უსმინეთ საკუთარ სუნთქვას. ორგაზმისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ სუნთქავთ თქვენ და თქვენი პარტნიორი. გახშირებული სუნთქვა, ეს სიგნალია იმისა, რომ ორგაზმი ახლოვდება. თუ საკუთარი სუნთქვის სიხშირეს კონტროლის ქვეშ აიყვანთ და ყურს მიუგდებთ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას, თქვენ შეძლებთ სექსით მეტი და ხანგრძლივი სიამოვნება მიიღოთ.
გამოიყენეთ ენა. სექსუალური აქტის გასახანგრძლივებლად კარგი მიგნებაა. არ არის საუბარი ოლარულ მოფერებაზე. ისაუბრეთ, თუნდაც სისულელეები და ენა აუსვით პირის ღრუს ზედა ნაწილს. ამ დროს თქვენ იგრძნობთ მსუბუქ „ხიცინს“, რომელიც ორგაზმს შეაფერხებს და სიამოვნებას გაიგრძელებთ აქტის დროს.
შეასრულეთ ინტიმური ვარჯიშები. 10 წამის განმავლობაში მოუჭირეთ ვაგინას და შემდეგ ამდენივე წამი დაისვენეთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში დღეში 3-ჯერ. ასეთი ფიზკულტურა სასარგებლოა არა მხოლოდ სიამოვნების გაგრძელებისთვის, არამედ, ქალის საშოს ამზადებს შემდგომი მშობიარობისთვის. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ვისაც საკეისროთი ბავშვის გაჩენა არ აქვს გადაწყვეტილი.
შეცვალეთ პოზა. სექსის გამზაფრება შეუძლია სწორად შერჩეულ პოზას. მამაკაცი ზემოდან თუ არის და თუ მასაც უნდა სექსუალური აქტის გახანგრძლივება, მაშინ მოუწევს შეანელოს „ამორტყმები“. თუ ქალია ზემოდან, მაშინ სექსისგან მეტ სიამოვნებას ისედაც მიიღებთ, რადგან ქალი გენეტიკურად აკეთებს ნელ მოძრაობებს და მას მეტად შეუძლია თავის შეკავება კულმინაციამდე.
ნუ დაივიწყებთ პრელუდიას. ბევრი პარტნიორი, იმდენად არის სექსუალური ჟინით შეპყრობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდათ სიტუაციით ისარგებლონ (ეს განსაკუთრებით კაცებს ეხება). ამ დროს ისინი ცოტა განერვიულებული და აღელვებული შეიძლება გეჩვენოთ. წარმოიდგინეთ, რომ სექსი მარათონი არ არის, არამედ განტვირთვის და სიამოვნების მდგომარეობა. შეუქმენით ერთმანეთს რომანტიკული გარემო. „ეთამაშეთ“ პარტნიორს, ეხუმრეთ მას, გადააც კმაყოფილია. გაახანგრძლივეთ გახდის მომენტი. ნუ ეცდებით დროულად აიღოთ სტარტი და მიხვიდეთ ფინიშამდე. ასეთ შემთხვევაში, კითხვა, „თუ როგორ გაიხანგრძლივოთ სექსის დროს სიამოვნება“, თავისთავად, დასასმელი აღარ იქნება.
სტატიის წყარო:feme.ge