ხართ თუ არა მიდრეკილი საშიში დაავადებებისკენ - მედიცინა ასტროლოგიურ ჭრილში

ხართ თუ არა მიდრეკილი საშიში დაავადებებისკენ - მედიცინა ასტროლოგიურ ჭრილში
უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება. თუმცა იგივე ნიშნები ადამიანის პირად ჰოროსკოპში გარკვეულ სფეროებსაც "კურირებენ".
ამიტომ ასტროლოგები და ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა ადამიანს კონკრეტულ სფეროში არასწორი და მცდარი ნაბიჯების შედეგად ეძლევა კოსმოსის მიერ დასაფიქრებლად და არა სასჯელად. თავისუფალი არჩევანის უფლება, ეს ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც სამყარო ნებისმიერ ჩვენგანს ანიჭებს - მთავარია, სწორად გამოვიყენოთ იგი და მაქსიმალურად ვიზრუნოთ სულიერ განვითარებაზე.
ჩვენი საიტი არაერთგზის დაეთმო სტატიებს ასტროლოგიისა და ჯანმრთელობის კავშირის შესახებ. დღეს მინდა კონკრეტულ დაავადებებზე გავამახვილო ყურადღება და აგიხსნათ, თუ რატომ გვაწუხებს ესა თუ ის ჩივილები, ჩვენივე ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

თავი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ვერძის ზონაა - (შაკიკი, ანევრიზმა, თავის ტრავმები) მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი არასწორად გამოხატავს საკუთარ "ეგოს", მისი ფიქრები არასწორი მიმართულებისაა. ფიცხი და მოუთმენელია. ხშირად ბრაზდება და ვარდება მრისხანებაში. ახასიათებს დაუფიქრებელი საქციელი და საუბარი. ეჭვიანი და სასტიკია.

ყელი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (ანგინა, ჩიყვი, ლარინგიტი, ფარინგიტი, კისრის რადიკულიტი) - კუროს ზონაა. ამიტომ მსგავსი დაავადებებისკენ მიდრეკილება მიანიშნებს, რომ ადამიანი არასწორად ეკიდება მატერიალურ ფასეულობებს. ახასიათებს სიხარბე, დამგროვებლობა, გადამეტება კვებისა და სექსუალური ურთიერთობების საკითხში. შესაძლოა, იგი დაბალი თვითშეფასების მატარებელიც იყოს. გამორიცხული არაა, უყვარდეს ჭორაობა და ინტრიგები.

სასუნთქი გზები, კიდურები - ტყუპის სფეროა. დაავადებები, რომლებიც ამ კუთხით ვითარდება (ბრონქიტი, ამოვარდნილობა, ტრავმები ხელის ან ფეხის კიდურებზე, თითებზე), მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს ცუდი დამოკიდებულება აქვს და-ძმებთან, უახლოესი წრის ნათესავებთან. მათ მიმართ იჩენს სიცივეს ან სისასტიკეს. ცდილობს, ყველა გამოიყენოს. ზოგადად, ასეთ ადამიანს უჭირს ურთიერთობა - შესაძლოა, ახასიათებდეს წყენის გულში ჩახვევა, ზურგსუკან ქმედებები.

კუჭი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები (წყლული, სპაზმები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა) - კირჩხიბის სფეროა. ამ სფეროს მთვარე მართავს, რომელიც თავის მხრივ, ემოციების მმართველია. მსგავსი ტიპის დაავადებები მიანიშნებს ჩვენს არასწორ დამოკიდებულებაზე დედასთან, მამაკაცის შემთხვევაში კი ზოგადად, უნდობლობაზე ან სიძულვილზე ქალთა სქესის მიმართ. ასეთ ადამიანს უჭირს პატიება, შესაბამისად, ხშირად განიცდის ბავშვობის დროინდელი ნეგატიური ემოციების გავლენას, ვერ პატიობს მშობლებს (ბებიას, დედას).

გული, ხერხემალი, ზურგი - ლომის გავლენის სფეროა. დაავადებები - არითმია, ჰიპერტონია, ხერხემლის გამრუდება, დისკოზი ემართებათ ადამიანებს, ვისაც არაჯანსაღი ამბიციურობა გააჩნია. ასეთი ხალხი ხშირად ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს თავის დამკვიდრებას, თუმცა მათთვის არასოდესაა საკმარისი მიღწეული.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები, საჭმლის მომნელებელი სისტემა - ქალწულის სფეროა. (დაავადებები - კოლიტი, დისბაქტერიოზი, მეტაბოლიზმი) აწუხებთ ადამიანებს, ვისაც უჭირს სხვებთან საკუთარი ემოციების გამოხატვა, ნაკლებად გასცემს სითბოს. ანგარებიანი და ფრთხილია. იჩენს სიძუნწეს და მერკანტილურ დამოკიდებულებას. ასეთ ხალხს ასევე აწუხებს დაბალი ენერგეტიკა.

სუსტი თირკმელი და უროლოგიური პრობლემები სასწორის გავლენას ემორჩილება - ნეფრიტი, ქვები თირკმელში, კენჭის გავლა - ამ პრობლემებით, ძირითადად, ის ხალხი იტანჯება, ვისაც სწორად არ ესმის პარტნიორული ურთიერთობები ან ვერ ახერხებს გაუგოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ასეთი ხალხი უხეში, უაპელაციო და ზედმეტად გესლიანია პირად კავშირებში. აუცილებელია, ადამიანმა ისწავლოს დათმობა, ლოიალობა და დიპლომატია პარტნიორთან მიმართებაში.

შვილოსნობის უნარი, რეპროდუქტოლოგიური პრობლემები, ვენერიული დაავადებების რისკი - მორიელის გავლენის ქვეშაა. სიფილისი, გონორეა, შიდსი - ეს იმ ადამიანების პრობლემაა, ვისაც საკუთარ თავში გენდერული წონასწორობის დაცვა უჭირს. ხშირად ასეთი ხალხი სექსით უსიყვარულოდ კავდება ან ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავის დაღწევას ცდილობს უთავბოლო და ამორალური კავშირებით. ქალების შემთხვევაში ეს პარტნიორზე სექსუალური მანიპულაციით ვლინდება, მამაკაცებს კი ე.წ. მაჩოს იმიჯი ხშირად იმპოტენციის საფრთხეს უქმნის ასაკში.
სტატიის წყარო:marao.ge