ეს მოტივტივე სახლი იდეალური ადგილია დაუვიწყარი დასვენებისა და რელაქსაციისთვის

ეს მოტივტივე სახლი იდეალური ადგილია დაუვიწყარი დასვენებისა და რელაქსაციისთვის
21-ე საუკუნეში ადამიანებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ იმის სურვილი, რომ გაერიდონ მეგაპოლისს, ხმაურს, აურზაურს, სიბინძურეს და დრო სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე გაატარონ... კომფორტზე და უსაფრთხოებაზე ფიქრმა დიზაინერი მიიყვანა ორიგინალური, ეკოლოგიურად სუფთა მოტივტივე სახლის შექმნის იდეამდე.

ეს მოტივტივე სახლი იდეალური ადგილია დაუვიწყარი დასვენებისა და რელაქსაციისთვის
იტალიელმა არქიტექტორმა Giancarlo Zema_მ კომპანია "EcoFloLife"_თან ურთიერთთანამშრომლობით შექმნა ორიგინალური მოტივტივე სახლი სახელწოდებით "WaterNest 100". ეს ეკოლოგიურად სუფთა კონსტრუქცია აშენებულია გადამუშავებული მატერიალების: ლამინირებული ხის ფენებისა და მეორადი ალუმინისგან. მომრგვალო ხის სახურავი დაფარულია ფოტოელეკტული პანელებით, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად. გარდა ამისა შემქმნელებმა აქ დაამონტაჟეს უმაღლესი ხარისხის საჰაერო სისტემა.



სახლის სიმაღლე შეადგენს 4 მეტრს, ხოლო დიამეტრი - 12 მეტრს. მის გარშემო მთლიანად დამონტაჟებულია მინის გამჭვირვალე კედლები, რათა დამსვენებლებმა შეძლონ ულამაზესი ბუნებით დატკბობა. თუ "WaterNest 100"_ის მფლობელს არ სურს ამ კონსტრუქციის საცხოვრებლად გამოყენება, მაშინ შეუძლია გადააკეთოს იგი ოფისად, ბარად, ან სულაც მაღაზიად.



ჰოლანდიელები, ისევე, როგორც იტალიელები სულ უფრო და უფრო ცდილობენ, მაქსიმალურად ახლოს იცხოვრონ ბუნებასთან. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში მსგავსი კონსტრუქციების მშენებლობა ძალზედ გახშირდა.