10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცები უარს ამბობენ სექსზე

10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცები უარს ამბობენ სექსზე
მათ სურთ დასვენება რთული სამუშაო დღის შემდეგ.


სექსით დაკავების სურვილის არ ქონა მამაკაცებში შესაძლებელია აიხსნას მძიმე და დატვირთული სამუშაო დღით. ასეთ დროს დაელაპარაკეთ თქვენ მეუღლეს და უთხარით: "იცი, თითქოს მე და შენ ყოველ საღამოს ერთმანეთისგან შორს ვატარებთ. ვიცი, რომ შენ დასვენება გსურს, თუმცა მე ძალიან მენატრები. მოდი დავისვენოთ ერთად". გამონახეთ რამე ისეთი, რაც ორივე თქვენგანს სიხარულს მოგანიჭებთ: დალიეთ ღვინო, ესტუმრეთ იუმორისტულ საიტს, უყურეთ საყვარელ სატელევიზიო პროგრრამას. დროს ასე გატარებას წყვილი ხშირად ინტიმამდე მიჰყავს...

ბავშვები არ აძლევენ მოდუნების საშუალებას.


როდესაც თქვენს ცხოვრებაში მატებაა და ჩნდებიან ბავშვები, ისინი ხშირად არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას და მთელი ყურადღება მათზეა გადართული. ხშირად ძალიან სექსუალური ქალბატონებიც კი ასეთ შემთხვევაში ტიპიურ დიასახლისებად იქცევიან, შესაბამისად მამაკაცი კარგავს მასთან სექსით დაკავების სურვილს. ამ დროს ჩვენ გირჩევთ ცოტაოდენი ყურადღება თქვენს თავს დაუთმოვთ. მოაშორეთ თქვენი ოთახიდან საბავშვო ნივთები, ფოტოები და მაქსიმალურად გაატავისუფლეთ ოთახი ბავშვური ენერგიისგან და აურისგან. თუ ბავშვები არ გაძლევენ ერთად ყოფის საშუალებას, აუხსენით მათ, რომ ახლა "დედიკოს და მამიკოს დროა". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ შეიძლება დაკარგოთ მეუღლე.

მამაკაცებს სურთ ვიდეო თამაშებით გართობა ან ფეხბურთის ყურება.


როდესაც სამსახურიდან მოსული მამაკაცები კომპიუტერს მიჯდებიან, მათ მომენტალურად ტვინი ეთიშებათ... ასე ისინი წყნარდებიან, მშვიდდებიან და სხვაზე არაფერზე ფიქრობენ. თუ ასეთი საღამოებით მეუღლე მხოლოდ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ შემოიფარგლება, მაშინ ეს ნორმალურია და მიეცით მას განტვირთვის საშუალება, თავად კი რაიმე საინტერესო საქმიანობა გამონახეთ, ხოლო თუ ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, მაშინ დროა დასვათ თქვენი მეღლე და მას გულწრფელად დაელაპარაკოთ. უკიდურეს შემთხვევაში უკეთესი იქნება თუ მიმართავთ სპეციალისტს.

მენსტრუაციული პერიოდი.


მამაკაცების გარკვეული რიცხვი იკავებს თავს სექსუალური ურთიერთობისგან, როდესაც მათ მეუღლეს მენტრუაციის დრეები აქვს: მათი ერთი ნაწილი უბრალოდ წინააღმდეგია ამ პერიოდში სექსის, ხოლო მეორე ნაწილმა უბრალოდ არ იცის, რომ ქალებს ამ დროს სექსით დაკავების დიდი სურვილი აქვთ. ასე, რომ თუ თქვენი მამაკაცი არ მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, მაშინ დაანახვეთ მას თქვენი სურვილები.

მას სურს, რომ სექსი უფრო სპონტანური იყოს.


გაიხსენეთ, თუ როდის დაკავდით სექსით ბოლოს სამზარეულოში? ნუ აქცევთ სექსს ბანალურ პროცესად... მაქსიმალურად შეეცადეთ გააოცოთ და გააკვირვოთ თქვენი მეუღლე. როდესაც იგი დაბრუნდება სამსახურიდან, მოუწყვეთ მას სიურპრიზი და დახვდით ახალ საცვლებში გამოწყობილი. დროგამოშვებით ასეთი ექსპერიმენტები ძალზედ სასიამოვნო შედეგს მოგცემთ.

ისინი არ არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში.


რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი, რომელთანაც გადაწყვიტეთ ყოფნა ძალზედ მორცხვია? ასეთ სიტუაციაში თქვენ ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენი ინტიმური ურთიერთობების გასაღვივებლად. მაქსიმალურად დაანახვეთ მეუღლეს განუსაზღვრელი სიყვარული და გაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მან მოდუნება შეძლოს. ასე მას წესით უნდა გაუქრეს ყოველგვარი სირცხვილის შეგრძნება, თუმცა თუ თქვენმა ამ ძალისხმევამაც არ მოგცათ სასურველი შედეგი, მაშინ უბრალოდ დასვით და დაელაპარაკეთ მას თქვენი სურვილების შესახებ.

მას რცხვენია საკუთარი გარეგნობის.


არა მხოლოდ ქალებს ადარდებთ საკუთარი გარეგნობა... თანამედროვე შეხედულებები დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და თუ თქვენ მუცელზე კუბიკების ნაცვლად მცირეოდენი ცხიმი გაქვთ, უკვე თავს არასრულფასოვნად თვლით. დაანახვეთ თქვენ მეუღლეს, რომ მას შესწევს თქვენი პულსის აჩქარების ძალა. ხოლო, თუ თქვენ მეუღლეს მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს ფიგურასთან დაკავშირებით, მაშინ დაუდექით მას გვერდში და ორივემ აითვისეთ ცხოვრების ჯანმრთელი სტილი. თანადგომა ასეთ დროს თქვენი მეორე ნახევრისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ისინი ზედმეტად ხშირად უყურებენ პორნოს.


თუ თქვენი მეუღლეს პროტნოების ყურება ჰობად არ ექცა და ამას ძალიან იშვიათად აკეთებს, მაშინ სანერვიულო არ გაქვთ, ხოლო თუ ეს ზედმეტი სიხშირით ხდება, ამან შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს მამაკაცის ფსიქოლოგიაზე და შეუქმანას გარკვეული პრობლემები ერექციასთან დაკავშირებით.

იგი განიცდის საკუთარი სამსახურის თაობაზე.


ხანდახან უბრალოდ საჭიროა გათიშოთ ტელეფონი, რათა არ მიიღოთ შეტყობინებები სამსახურიდან და უბრალოდ დაუთმოთ დრო ერთმანეთს. თუმცა, თუ თქვენი მეუღლის თანამდებობა მართლაც ბევრ ყურადღებასა და დროს მოითხოვს, მაშინ გამოიჩინეთ ქალური მოთმინების უნარი. მიეცით მას საშუალება იგრძნოს თავი საჭირო პიროვნებათ. ეს ფაქტი მის თვითშეფასებას აამაღლებს. უბრალოდ მოითმინეთ და მოვა ის დღე, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობების ტალღა ჩაივსლის და თქვენ დიდი სიამოვნება გარანტირებული გექნებათ.

მას სურს გამოძინება.


როდესაც მამაკაცი ფიქრობს არჩევნის შესახებ: სექსი, თუ ტკბილი ძილი, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მან თავი ზედმეტად გადაღლილად ჩათვალოს და გამოძინება ამობინოს. ასეთ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ მისცეთ მას ამის საშუაება და იფიქროთ დილის სექსზე...