10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!


1. სკეიდბორდის მოტივტივე დაფა (სიერა-ნევადა, აშშ).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

სკეიტბორდისტებისთვის ეს ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის მაქსიმალური საშუალება აქვთ. ეს იდეა ეკუთვნის პროფესიონალ სკეიტბორდისტს ბობ ბიორნკვისტს.

2. მოცურავე ტყე (ავსტრალია).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

ეს გახლავთ 102 წლის მოცურავე ტყე, რომელიც მდებარეობს სიდნეის სანაპიროსთან. SS Aryfield გახლავთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მიტოვებული გემი. 1972 წელს გემზე დარგეს დიდი მანგროს ხე. სწორედ ასე შეიქმნა ეს ულამაზესი ღირსშესანიშნაობა.

3. მოცურავე აუზი (გერმანია).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავთ მდინარეში მოცურავე აუზზს, რა თქმა უნდა თუ არ იმყოფებით გერმანიაში მდინარე შპრესთან ახლოს. ბერლინის მოსახლეობის უმეტესობა ამ ადგილს ერთ-ერთ საუკეთესო მოსასვენებელ გარემოდ მიიჩნევს.

4. მოცურავე გოლფის მოედანი (აიდაჰო, აშშ).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

გიყვართ გოლფის თამაში? მაშინ ეს არაჩვეულებრივი მოცურავე გოლფის მოედანი აცილებლად შეძლებს თქვენი გულის მოგებას.

5. მოცურავე კინოთეატრი (ტაილანდი).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

მოცურავე კინოთეატრი შექმნა გერმანელმა არქიტექტორმა ოლე შეერონმა სპეციალურად ფესტივალისვის ტაილანდში. კინოსეანსი ფირუზისფერ წყალში, მწვანე წყალმცენარეებით გარშემორტყმული, ნამდვილად კარგი გარემოა რელაქსაციისთვის.

6. მოცურავე სტადიონი (სინგაპური).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

მოცურავე სტადიონი სინგაპურში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონია მსოფლიოში. იგი სიგრძეში 120 მეტრია, ხოლო სიგანეში - 83 მეტრი, რაც 5% მეტია, ვიდრე სტანდარტული საფეხბურთო მოედანი. პლატფორმა უძლებს 1070 ტონა დატვირთვას, რაც 9000 ადამიანის წონის ექვივალენტურია.

7. მოცურავე ოპერის სცენა (ავსტრია).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სპეციალურად შემოქმედებითი ფესტივალისთვის სახელწოდებით "Bregenze" ავსტრიაში აშენებენ გიგანტურ მოცურავე სცენას, რომელიც იტევს 7000 ადამიანს. გასულ წელს ააშენეს სცენები, რომეთაც ჰქონდათ ადამიანის თავის, ორთქმავლისა და ყინულით დაფარული მთის ფორმა.

8. მოცურავე ბაზარი (ინდონეზია).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

ბანჯარმასინი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კალიმანტანში, ინდონეზიაში, მეორენაირად ცნობილია, როგორც 1000 მდინარის ქალაქი. აქ თქვენ აღმოაჩენთ ტრადიციულ ბაზარს, რომელსაც ასევე იცნობენ მუარა კუინის მოცურავე ბაზარის სახელწოდებით. იგი მდებარეობს მდინარე ბარიტოში.

9. მსოფლიოში ყველაზე დიდი შემოქმედებითი კუნძული (ჩრდილოეთ კორეა).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

მსოფლიოში ყველაზე დიდი შემოქმედებითი კუნძული ააშენეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ სეულეში. კუნძული, რომელიც აშენებულია მდინარე ჰანგანზე, ითვლება უნიკალურ ხელნაკეთ შედევრად. ეს კუნძული გამოიყენება კოცერტებისა და კონფერენციების ჩასატარებლად. კუნძულის ფართობი შეადგენს 10 845 კვადრატულს მეტრს. აქ განთავსებულია 700 საკონფერენციო დარბაზი. მეორე კუნძულის ფართობი შეადგენს 5 373 მეტრს, ხოლო მესამე კუნძულის საერთო ფართობი უდრის 4 164 კვადრატულს მეტრს. ჯამში სამიე კუნძულზე შესაძლებელია განთავსდეს 6200 ადამიანი.

10. მოცურავე ეკო-სასტუმრო (პერუ).

10 ყველაზე უჩვეულო მოცურავე ობიექტი, სადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს!

მათ, ვისაც აქვთ მდინარე ამაზონის შესწავლის სურვილი, ეს უკვე შეუძლიათ გააკეთონ ძალზედ კომფროტულად, მოცურავე ეკოლოგიურად სუფთა სასტუმროს მეშვეობით. 45 მეტრიანი სასტუმრო იტევს 32 ადამიანს. სასტუმრო შედგება 16 ორკაციანი ნომრისგან, ასევე მოიცავს მდიდრულ სალონს, სპორტულ დარბაზს და ჯაკუზს ღია ცის ქვეშ.