ჩაატარეთ გამოძიება და დაადგინეთ მკვლელის ვინაობა

ჩაატარეთ გამოძიება და დაადგინეთ მკვლელის ვინაობა
საჰარის უდაბნოში ქარავანი შეჩერდა ღამის გასათევად. მათ შორის იყო სამი პირი: ასლანი, აბდულა და ნასრედინი.
ასლანს სძულდა ნასრედინი და გადაწყვიტა, მოეკლა იგი. ამ მიზნით, ასლანმა ნასრედინის სასმელი წყლის მათარაში შხამი შეურია. მათარაში არსებული წყალი კი უკანასკნელი რეზერვი იყო ნასრედინისთვის.
ასლანისგან დამოუკიდებლად აბდულამაც ასევე გადაწყვიტა ნასრედინის მოკვლა. მან არ იცოდა, თუ ნასრედინის წყლიანი მათარა უკვე ასლანის მიერ იყო მოწამლული და მათარაზე გააკეთა ნახვრეტი, რომლიდანაც წყალი ნელ-ნელა დაიღვარა. რამდენიმე დღის შემდეგ, ნასრედინი მოკვდა წყურვილისგან.
ისმის კითხვა: ვინაა მკვლელი - ასლანი თუ აბდულა?