ეკოლოგიურად სუფთა სახლი, რომელიც მთლიანად იმართება სმარტფონის მეშვეობით

დღეს-დღეობით შექმნილი ეკოლოგიური და გლობალური პრობლემების ფონზე დიზაინერებს უწევთ ააშენონ სახლები ეკოლოგიურად სუფთა მატერიებისგან და გამოიყენონ ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები. ამ საკითხში სრულიად ახალ საფეხრუზე გადავიდნენ არქიტექტორები რუმინეთიდან. მათ საზოგადოებას წარუდგინეს სახლი, რომელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი ნულის ტოლია, ხოლო იქ არსებული ყველა მოწყობილობა იმართება სმარტფონის მეშვეობით.



ენერგოდამზოგი სახლის პროექტი "Soleta ZeroEnergy One" შეიმუშავეს ჯასტინ კაპრას ფონდის სპეციალისტებმა. ამ სახლის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი საერთოდ არ მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო აქ არსებული ყველა მოწყობილობა იმართება დისტანციურად სმარტფონის მეშვეობით.



ამ სახლის მშენებლობისას გამოიყენებენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მატერიებს.



თუ არ ჩავთვლის სხვენსა და ტერასას, სახლის ფართობი შეადგენს 48 კვადრატულ მეტრს. აქ არსებული სივრცის მაქსიმალურად ეკონომიურად და ჭკვიანურად გამოყენების შედეგად სახლის მცირე ფართობი საერთოდ არ ქმნის დისკომფორტს.



იმისათვის, რომ სახლი მთლიანად ავტონომიური მუშაობის რეჟიმში იყოს, აქ დამონტაჟებულია განახლებადი ენერგიის წყარო. სმარტფონის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ ტემპერატურა, საჰაერო სისტემა და აქ არსებული სხვა ელექტრომოწყობილობები. სახლის მიერ გამომუშავებული ენერგია იატაკების გათბობასაც კი ყოფნის.

шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: