რამდენად სასარგებლოა ამა თუ იმ ნაყოფის კურკა და მარცვლები?

რამდენად სასარგებლოა ამა თუ იმ ნაყოფის კურკა და მარცვლები?
მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, თესლები უმი უნდა მიირთვათ. თუ მათი დაღეჭვა გიჭირთ, შეგიძლიათ წყალში დაალბოთ. არასასურველია მარილიანი და კარამელიზირებული თესლის ჭამა.

გოგრის თესლი მდიდარია ცილით. მას ხშირად "ბე" ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობისას მიირთმევენ. მისი ჭამა სასურველია ცუდ განწყობაზე მყოფთათვის, დეპრესიული შემოტევებისას. გოგრის თესლის რეგულარული ჭამა თავიდან აგაცილებთ თირკმელებში კენჭების დაგროვებას. ყველა ზემოჩამოთვლილის გარდა, მისი უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ორგანიზმიდან გამოდევნის პარაზიტებს, მათ შორის, ჭიებს.

გარგრის კურკაში არსებული თხილი სხვა თესლებზე არანაკლებ სასარგებლოა. უფრო მეტიც, იგი მდიდარია ამიგდალინით - "ბე17" ვიტამინით, რომელიც ებრძვის და ანადგურებს კიბოს და აფერხებს მის გავრცელებას. ამიგდალინით მდიდარია აგრეთვე მწარე ნუშიც. სწორედ ამ ვიტამინის გამოა ნუში მწარე გემოსი. იგი აგრეთვე გვხვდება ვაშლისა და ყურძნის კურკებში.

ქუნჯუთი, ანუ სეზამის მარცვლები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. გარდა ამისა, მასში შემავალი სეზამინი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. აგრეთვე, იცავს ღვიძლს.

სეზამის მსგავსად, მზესუმზირის თესლიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. გამოვყოფთ მაგნიუმს, რომელიც აქვეითებს სისხლის წნევას, იცავს ორგანიზმს ინფარქტისა და ინსულტისაგან. სასურველია, მზესუმზირის თესლი უმი სახით მიირთვათ და ერთ ჯერზე არანაკლებ 50 გრამისა.

სელის თესლი კანიანად, დაქუცმაცებული უნდა მიირთვათ და თითო ჯერზე 1-2 სადილის კოვზი. მის სარგებლობაზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა. ახლახან კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სელის თესლი აქვეითებს მადას და ებრძვის ზედმეტ წონას.

მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები იცავს ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისგან, აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, იცავს ორგანიზმს ინფარქტისა და ინსულტისგან. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. სელის თესლი დააბლენდერეთ და დაუმატეთ ხილის კოქტეილებში, ფაფებსა და სალათებში.
სტატიის წყარო:marao.ge