სასამართლოს დადგენილებით, მრავალშვილიან დედას სტერილიზაციას გაუკეთებენ, რომ აღარ გააჩინოს

სასამართლოს დადგენილებით, მრავალშვილიან დედას სტერილიზაციას გაუკეთებენ, რომ აღარ გააჩინოს
ექვსი შვილის დედას, რომელსაც გონებრივი განვითარების დაბალი კოეფიციენტი აქვს, მისსავე სასიკეთოდ სტერილიზაცია უნდა გაუკეთონ – ასე დაადგინა ბრიტანეთის სასამართლომ. თუ კიდევ დართავენ ნებას ქალს, რომ დაორსულდეს, ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც დედის, ისე ბავშვის სიცოცხლეს.
ჯანდაცვისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა აქვთ სრული უფლება, ქალის სახლში შევიდნენ და იძულებით წაიყვანონ სტერილიზაციისთვის. მოსამართლის თქმით, ამით ქალის უფლებებს არ არღვევენ და არც გენეტიკური სელექციის კონტროლთან გვაქვს საქმე, აქ მხოლოდ და მხოლოდ იცავენ ქალის სიცოცხლეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 36 წლის ქალი თავისი ექვსი
შვილიდან არც ერთთან არ ურთიერთობს და ყველა ბავშვი მეურვეებს გადასცეს.
მოსამართლე კობმა ამ ქალის ამბავს ექსტრაორდინარული, ტრაგიკული და რთული უწოდა. მისი თმით, ორი ბავშვი მან ანტისანიტარულ პირობებში გააჩინა – იმ პერიოდში სახლი სავსე იყო შინაური ცხოველებით. სახლში იმშობიარა ექვსივეჯერ და ერთხელ ბებიაქალის მაშების ნაცვლად სულაც შამფურები იქნა გამოყენებული.
როდესაც მორიგი ბავშვის დაბადებაზე ჰკითხეს, დედა ამტკიცებდა, რომ მამაკაცისგან კი არ დაორსულდა, არამედ "ჯანსაღი კვების მაღაზიაში ნაყიდი აბებით".
ქალი გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნევა, რადგან მისი ინტელექტის კოეფიციენტი 70-ია. შედარებისთვის, საშუალო, სამსახურში დასაქმებული ადამიანის კოეფიციენტი 87-ია. როგორც ქალს, ისე მის მრავალწლიან პარტნიორს განათლების პრობლემა აქვს.
ექიმების თქმით, ქალის საშვილოსნოს კედელი იმდენად გათხელებულია, მორიგი მშობიარობის დროს შეიძლება გაიხეს და ქალის სიკვდილი გამოიწვიოს. ქალი არ იქნება წიანსწარ გაფრთხილებული ქირურგიული ოპერაციის შესახებ, რომ მანამდე არ მიიღოს ზომები და არ მიიმალოს.
ამ ვერდიქტმა უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღაშფოთა. მოსამართლის დადგენილებას "დრაკონული გადაწყვეტილება" უწოდეს, თუმცა სავარაუდოდ, დადგენილებაში არაფერი შეიცვლება.
სტატიის წყარო:mshoblebi.ge