ეს 6 ხრიკი დაგეხმარება, სულ რაღაც 6 დღეში გქონდეს ბრტყელი და ლამაზი მუცელი

ეს 6 ხრიკი დაგეხმარება, სულ რაღაც 6 დღეში გქონდეს ბრტყელი და ლამაზი მუცელი
მუცელი – ბევრი ქალისთვის ყველაზე პრობლემური ზონაა. ცხიმი, რომელიც სხეულის ამ ნაწილში გროვდება, ყველაზე რთული დასაწველია, თუმცა მისი მოცილება შესაძლებელია. გარდა იმისა, რომ ჩამოკიდებული, მოშვებული მუცელი ულამაზოდ გამოიყურება, ეს ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. დიდი მუცელი რიგი დაავადებების გამომწვევია – მაგალითად, დიაბეტისა და გულის სხვადასხვა პრობლემის. იმისათვის, რომ კარგადაც გამოვიყურებოდეთ და ჯანმრთელობაც არ გავიუარესოთ, მივხედოთ ჩვენს სხეულს.

მაშ ასე, თუკი დიდი ხანია ოცნებობ ლამაზ და მოხდენილ სხეულზე, წაიკითხე ეს 6 რეკომენდაცია და დარწმუნდი, რომ ბრტყელი მუცელი – ეს მიღწევადი მიზანია!

1. გამორიცხე რაციონიდან მარილი
ნუ დააყრი საჭმელს მარილს და შენი მუცელი დღითიდღე დნობას დაიწყებს! მარილი სხეულის შეშუპებას იწვევს – ის აბსოლუტურად უსარგებლო სანელებელია. უმჯობესია, შეცვალო ის სხვადასხვა ნატურალური სანელებლითა და ბალახით.
გაიხსენე იმის შესახებ, რომ ლამაზ მუცელს არ უყვარს მარილიანი საჭმელი, როცა ხელი გაგექცევა მისკენ. ამასთან, როცა მარილს გადაეჩვევი, პროდუქტების ნამდვილ გემოსაც შეიგრძნობ.

2. დაბალნახშირწყლოვანი დიეტა
მიირთვი მეტი ცილოვანი საკვები, ბოსტნეული და ეცადე, რაციონიდან სრულიად ამოიღო ნახშირწყლები. თუნდაც ერთი კვირით – მაშინვე ნახავ შედეგს. რა შეგიძლია მიირთვა? კვერცხი, ყველი, ხაჭო, თხილი, უცხიმო ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხანდახან – ყავისფერი ბრინჯიც. კატეგორიულად არ შეიძლება კარტოფილი, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული. დაიცავი ეს დიეტა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კვირა და ნახავ, როგორ საგრძნობლად შემცირდა შენი წელის გარშემოწერილობა. თუმცა, შიმშილის გრძნობაც არ უნდა დაუშვა, ცილით გამდიდრებული პროდუქტები საკმარის ენერგიას მოგცემს და დაგანაყრებს.

ეს 6 ხრიკი დაგეხმარება, სულ რაღაც 6 დღეში გქონდეს ბრტყელი და ლამაზი მუცელი
3. არანაირი რძე
რძის პროდუქტებიდან მენიუში დატოვე მხოლოდ ყველი და ხაჭო, დანარჩენი – ამოიღე. ლაქტოზა, რომელსაც შეიცავს რძე, სპეციფიკური პროდუქტია. მან შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის გადამუშავებასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა. იმისათვის, რომ მუცელი დაგიპატარავდეს, უარი უნდა თქვა რძის პროდუქტებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

4. მხოლოდ სწორად შერჩეული ხილი
შეგიძლია მიირთვა ციტრუსები და კენკრა, ვაშლი – ხანდახან. იმისათვის, რომ მუცელი მოიშორო, აუცილებელია, საკვებიდან ამოიღო ყველანაირი ნახშირწყალი, ფრუქტოზაც კი, რომელსაც ბევრი ხილი შეიცავს. ასე რომ, არანაირი ბანანი და მსხალი. ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი – შესანიშნავი ალტერნატივაა!


5. დაივიწყე ცხარე საკვები
ცხარე საკვები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით კუჭის წვენის გამოყოფას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მადას ამძაფრებს. ასე რომ, დაანებე თავი წიწაკას, დიეტის დროს ის არ გამოგადგება. დაიმახსოვრე, უნდა იკვებო კომპლექსურად. თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე პუნქტს უგულებელყოფ – შედეგს ვერ მიიღებ.

6. არ გჭირდება კონსერვანტები
ალკოჰოლი, შაქარი, გადამუშავებული, სხვადასხვა ქიმიურდანამატებიანი საკვები – მოაცილე ყველა ეს მავნე პროდუქტი. შენს მუცელს სურს, ლამაზი იყოს, ნუ შეუშლი ამაში ხელს, ნუ მიიღებ შხამიან საკვებს. კონსერვანტები შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც მაშინვე აისახება შენს თეძოებსა და მუცელზე. ალკოჰოლი – ძალიან კალორიული პროდუქტია, შაქარზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. უკიდურეს შემთხვევაში, შეცვალე ის თაფლით, სულ ცოტა რაოდენობით.

თუკი კვების ამ რეჟიმს ერთი კვირის განმავლობაში დაიცავ, შედეგი საგრძნობლად შესამჩნევი იქნება. გარდა ამისა, მარილის, წიწაკისა და კონსერვანტების გარეშე კვება – ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. და თუ ამ წესებს ვარჯიშსაც დაუმატებ, შედეგი ბრწყინვალე იქნება. უბრალოდ, სულ ცოტა მონდომება და მიზნისთვის მიღწეული გაქვს!
სტატიის წყარო:marao.ge