მაკიაჟის გაკეთების სწორი თანამიმდევრობა

1. გაისუფთავეთ კანი, წაისვით ტონიკი, შეიშრეთ სახე ხელსახოცით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაიჩერეთ 2-3 წუთი.
2. თუ კანზე გაქვთ წითელი ან ყვითელი ლაქები, გამოიყენეთ სპეციალური კორექტორი, რათა გაითანაბროთ ფერი.

3. სპონჟით ან ფუნჯით წაისვით მაკიაჟის ქვეშ ფუძე. კარგად გაინაწილეთ.

4. თუ აუცილებელია, წაისვით თვალის ქვეშ კონსილიერი.

5. წაისვით ჰალიატერი კანის შესამჩნევ მონაკვეთებზე.

6. შემდეგი ეტაპია – პუდრი. წაისვით ის ღრუბლით ან ფუნჯით. დარწმუნდით, რომ ის ესადაგება თქვენი კანის ფერს.

7. წაისვით თვალის ჩრდილები: რაც უფრო ახლოს იქნებით წარბთან, მით ღია ფერი გამოიყენეთ.

8. ახლა აიღეთ თვალის ფანქარი ან ლაინერი და გაიკეთეთ ისარი წამწამების ზრდის მიმართულებით. თუ გაგეთხაპნათ, დაიცადეთ, სანამ გაშრება და შემდეგ მოიშორეთ ბამბის ტამპონით ან ყურის ჩხირით და გაიკეთეთ ახალი ისარი.

9. ამის შემდეგ წაისვით ტუში. 2 ფენა საკმარისი იქნება.

10. ახლა ტუჩის ფანქრით გაიკეთეთ კონტური.

11. შემდეგ კი წაისვით პომადა, ტუჩის მბზინავი საცხი ან ბალზამი. სასურველია, გამოიყენოთ სპეციალური ფუნჯი.
სტატიის წყარო:marao.ge

კომენტარები