10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე



10. იან აშერის სიცოცხლე - $309,292

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

2008 წელს 33 წლის იან აშერმა გადაწყვიტა იმ ფაქტის უარყოფა, რომ ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და საკუთარი სიცოცხლე eBay_ის აუქციონზე გაიტანა. გასაკვირი ის ფაქტია, რომ იანმა მისი გაყიდვა 309,292 მილიონ დოლარად შეძლო. ავსტრალიელის ცხოვრებაში დადგა გარდამტეხი პერიოდი: ის დაშორდა ცოლს და ცდილობდა საკუთარი ცხოვრების თავიდან მოშორებას. მას შემდეგ, რაც აშერი უცნობი ადამიანის საკუთრებად იქცა, იგი გამოეწყო ძველ მაისურში, დახეულ ჯინსებში და პასპორტით საფულეში გაემგზავრა მასთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ იანმა გამოაქვეყნა სტატუსი ერთ-ერთ საიტზე, რომელშიც იგი წერდა, რომ ჯერაც ვერ მიმხვდარიყო თავად, თუ რამ გადაადგმევინა მას ეს ნაბიჯი.

9. ჯო ჯექსონის ბეისბოლის ბიტა - $577,610

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე
10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

ბეისბოლისტის ჯო ჯექსონის სპორტული კარიერის საუკეთესო წლები მე-20 საუკუნის დასაწყისში დადგა. იგი ამ დროს თამაშობდა სამხრეთ კოროლინის გუნდში. ერთ-ერთი თამაშის დროს ბეისბოლისტმა განიცადა ძლიერი ტკივილი ფეხზე არსებული კოჟრების გამო. ამერიკელმა ათლეტმა გადაწყვიტა ფეხზე გახდა და ნასკების ამარა მთელი მატჩის განმავლობაში, სტადიონი რამდენჯერმე შემოირბინა. 2001 წელს ჯოს ბეისბოლის ბიტა სახელწოდებით "შავი ბეტსი" გაიყიდა eBay_ის აუქციონზე 577,610 ამერიკულ დოლარად. 90 სანტიმეტრიანი, ხისგან და თამბაქოსგან დამზადებული ბეისბოლის ბიტა აუქციონზე გასაყიდად ჯოს ბიძაშვილმა გამოიტანა. როგორც ჩანს მას ძალიან სჭირდებოდა ფული.

8. ავტომობილი "Ferrari Enzo" - $1,000,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

იატალიური სუპერმაქნანა "Энцо Феррари", არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული მანქანაა, არამედ ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია. ეს ავტომობილი იქცა უამრავი მრბოლელის მიზნად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი eBay_ზე გასაყიდად გამოიტანეს. აუქციონის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის მოქალაქე, რომელმაც მასში 1 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

7. ბეისბოლის ბარათი ჰონუს ვაგნერის გამოსახულებით - $1,100,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

როგორც ჩანს ბეისბოლი ძალზედ აქტუალური და პოპულარულია eBay_ის მომხმარებლებს შორის. სხვანაირად უბრალოდ ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ პატარა ბეისბოლის ბარათი მე-20 საუკუნის მოთამაშის ჰონუს ვაგნერის გამოსახულებით გაიყიდა 1,1 მილიონ დოლარად. იმ პერიოდში, როდესაც ამერიკაში ბეისბოლი ძალიან პოპულარული იყო, თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს სიგარეტების გაყიდვა ბარათებთან ერთად, რომლებზეც ცნობილი მოთამაშეები იყვნენ გამოსახულნი. ჰონუს ვაგნერი ვერ იტანდა სიგარეტს და მან გააპროტესტა ეს ფაქტი. შედეგად მისი გამოსახულებით ამგვარი ბარათი აღარ გამოსულა, თუმცა პროტესტამდე, მათ მოასწრეს 200 ბარათის დაბეჭვდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე 1,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

6. ქალაქი ბრიჯვილსი კალიფორნიაში - $1,770,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

არც თუ ისე დიდი კალიფორნიული ქალაქი ბრიჯვილსი, რომლის ტერიტორია 33 ჰექტარს შეადგენს, ადრე ეკუთვნოდა ლეპლების ოჯახს. აქ განთავსებულია 8 სახლი, ფოსტა, კაფე და ცხოვრობს 30 მოსახლე. ლეპლებმა ეს ქალაქი მიიღეს ჯერ კიდევ 1973 წელს, თუმცა უკვე 2002 წელს იგი eBay_ის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს, რის შედეგადაც იგი 1,770,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

5. სახლი ბუნკერით - $2,100,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

რიელტორ გრეგორი გიბსონმა და ბრიუს ფრანცისკომ გამოისყიდეს ძველი ბუნკერი და გადაწყვიტეს მიწის ქვეშ ორსართულიანი სახლის აშენება. ავტორების შეფასები ეს სახლი 18 მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო, თუმცა სამწუხაროდ იგი eBay ზე მხოლოდ 2,1 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

4. ქალაქი ალბერტი ტეხასში - $2,500,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

2003 წელს ბრიჯვილის გაყიდვიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ქალაქი ალბერტი გამოიტანეს აუქციონზე გასაყიდად. თავის დროზე ამერიკელმა ბობი კეივმა იგი სულ რაღაც 216 000 ამერიკულ დოლარად იყიდა, ხოლო რამდენიმე წლის გასვლის შედმეგ, როდესაც მან მისი მოშორება გადაწყვიტა, eBay_ის აუქციონზე 2,5 მილიონ დოლარად გაყიდა.

3. სადილი ამერიკელ ბიზნესმენ და მილიარდელ უორენ ბაფეტთან - $2,600,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

ყოველწლიურად ამერიკელი ბიზნეს-მაგნატი უორენ ბაფეტი ატარებს საქველმოქმედო სადილს, რომლის მიზანსაც სან-ფრანცისკოს ტაძრისთვის საჭირო თანხის შეგროვება წარმოადგენს. ეკლესიის მთავარ მისია უსახლკარო, გაჭირვებული ხალხის დახმარებაა. სადილი ბიზნესმენთან ერთად, ყოველთვის ძვირად ფასდებოდა, თუმცა 2010 წელს ვიღაც ადამიანმა, რომლის ანონიმურობაც დაცულია, 2,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

2. თვითმფრინავი "გოლფსტრიმ II" - $4,900,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

2001 წელს კომპანია "ტაილერ ჯეტმა", რომელიც გახლავთ ბიზნეს-კლასის თვითმფრინავების მწარმოებელი მსხვილი კომპანია, გამოიტანა ერთ-ერთი თავისი თვითმფრინავი აუქციონზე გასაყიდად. ლაინერი იტევს 12 მგზავრს. აუქციონი მოიგო აფრიკულმა კომპანიამ, რომელმაც გადაიხადა 4,9 მილიონი დოლარი.

1. "გიგაიახტა" - $168,000,000.

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის ინტერნეტ აუქციონზე

ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც გაიყიდა eBay_ის აუქციონზე გახლავთ 163 მეტრის სიგრძის იახტა სახელწოდებით "გიგაიახტა", რომელიც დააპროექტა ფრენკ მალდერომმა. ეს იახტა აუქციონზე 168 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. იგი შეიძინა რუსმა მილიარდელმა რომან აბრამოვიჩმა 2006 წელს. იახტა მოიცავს VIP-ოთახებს, საბავშვო ოთახებს, კაიუტებს სტუმრებისათვის, სავარჯიშო დარბაზს, კინოთეატრს, სპა-სალონს, ლიფტს და ასევე ვერტალიოტის დასადგომს.