ხელზე მობმული შალის ძაფი – აყუჩებს სახსრების ტკივილს, ახორცებს ჭრილობებს...

ხელზე მობმული შალის ძაფი – აყუჩებს სახსრების ტკივილს, ახორცებს ჭრილობებს...
შესაძლოა, სერიოზულად არ მიიღოთ, მაგრამ შალის ძაფი მართლაც შესანიშნავად მოქმედებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევაზე.
ანთებითი რეაქცია ხომ სწორედ კაპილარული სისხლის მიმოქცევის შენელების ბრალია.
მითების თანახმად, დიდი ხნის წინ შალის ძაფით გამოჯანმრთელების მეთოდი ჯადოქრებმა მოიფიქრეს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხური მედიცინაა.

მაჯაზე მობმული შალის ძაფი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
შალის ძაფი აყუჩებს არა მხოლოდ სახსრების, არამედ თავის, კბილის და ხერხემლის ტკივილს.

რატომ მაინცდამაინც შალის ძაფი?

ყველაზე ჯანმრთელ, ჰიგიენურ და შესანიშნავ თერმორეგულირებად მასალად სწორედ შალი ითვლება. მისი ტექსტურა კანს საშუალებას აძლევს, ისუნთქოს.

უძველესი დროიდან ადამიანები კბილის, თავის, ზურგის ტკივილს ბუნებრივი, შეუღებავი, დაუმუშავებელი მატყლით მკურნალობდნენ. ძველად დღენაკლულ ჩვილებს ბატკნის მატყლში აწვენდნენ.

საქმე ისაა, რომ ბუნებრივ, დაუმუშავებელ მატყლზე არსებული ცხოველური ცვილი – ლანოლინი საოცარი, შეუფასებელი სამკურნალო საშუალებაა. მას სპეციალურად მოიპოვებენ, რათა გამოიყენონ კოსმეტიკური კრემებისა და სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში.

მატყლის საბნები და ლეიბები ხომ ოდითგანვე ცნობილია, რომ დადებითად მოქმედებს კუნთებზე, სახსრებზე, ხერხემალზე, აამებს ტკივილს და ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას.
სტატიის წყარო:marao.ge