რომელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "მსმენელი" თუ "მრჩეველი"?

რომელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "მსმენელი" თუ "მრჩეველი"?
ადამიანები ისე არიან მოწყობილი, ყველას კონკრეტული შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა ის, თუ რამდენად იყენებს ესა თუ ის ინდივიდი ამ ზემოთ ხსენებულ შესაძლებლობებს უკვე სულ სხვა საკითხია. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ნიშნები ე.წ. "მსმენელების" და "მრჩეველების" კატეგორიად იყოფიან. ზოგიერთს თუ საუბრისა და ორატორობის ნიჭი უბოძა ბუნებამ, სხვა – ფსიქოლოგიური ხედვის უნარითა და მსმენელის თვისებებით დააჯილდოვა... მოდით, ერთად გავარკვიოთ ვინ რა შესაძლებლობებით გამოირჩევა ამ მხრივ:

ვერძს ლაპარაკის ნიჭი აქვს. მათგან კარგი იურისტები, შოუბიზნესის წარმომადგენლები გამოდიან.

კუროს მოსმენის ნიჭი აქვს. მათ შორის მშრომელ, მაგრამ სიტყვაძუნწ ადამიანებს ვხვდებით. ძირითადად საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწეობენ.

ტყუპს ლაპარაკის უბადლო ნიჭი აქვთ. მათ შორის ყველაზე მეტი ჟურნალისტი გვხვდება.

კირჩხიბს არამარტო მოსმენის, თანამოსაუბრის გასაჭირის გაზიარების ნიჭიც აქვს. ბევრი კირჩხიბი ხდება ფსიქოლოგი.

ლომს ლაპარაკის, უფრო სწორად ბრძანებების გაცემის ნიჭი აქვს. მათგან ბევრი კარგი მსახიობი და პოლიტიკოსი დგება.

ქალწულს მოსმენის ნიჭი აქვს. მოსმენის გარდა ამ ხალხს ზრუნვაც შეუძლია. ბევრი ქალწული ხდება იდეალური მედიცინის მუშაკი.

სასწორს საუბრის ნიჭი აქვს. მას მოსწონს არა თავისი არამედ, ზოგადად საზოგადოებაში მიღებული და აპრობირებული მოსაზრებების დაცვა. სასწორებს შორის ბევრ იურისტს ვხვდებით.

მორიელს მოსმენის, გაანალიზების და მანიპულაციის ნიჭი აქვს. ამ ხალხს შორის საუკეთესო კრიმინალისტები და გამომძიებლები იბადებიან.

მშვილდოსანს ლაპარაკის ნიჭი აქვს, ხშირად მისი ეს ნიჭი აუტანელ დემაგოგიაშიც კი გადადის. მათ შორის ბევრ პოლიტიკოსს და ლექტორს ვხვდებით.

თხის რქას მოსმენის ნიჭი აქვს. იგი ისმენს ყველას აზრებს და სათავისოდ საჭირო რჩევებსა და იდეებს ოსტატურად ითვისებს.

მერწყულს საუბრის ნიჭი აქვს. მას მოსწონს ყველანაირ თემაზე საუბარი და სხვებისთვისაც საინტერესოა მის საუბრის მანერა. არაერთ ტელეწამყვანს ვხვდებით მერწყულებს შორის.

თევზებს უდავოდ მოსმენის და ფიქრის ნიჭი აქვთ. მათთვის ერთი სიამოვნებაა სხვების ისტორიების მოსმენა. უყვართ, როცა სხვებს ფსიქოლოგიურად ეხმარებიან.
სტატიის წყარო:astrologia.ge