9 ჟესტი, რომელიც მიუთითებს, რომ ქალს მამაკაცი მოსწონს

9 ჟესტი, რომელიც მიუთითებს, რომ ქალს მამაკაცი მოსწონს
იმისათვის, რომ გაიგოთ, მოსწონხართ თუ არა ქალს, უნდა დააკვირდეთ იმ არავერბალურ სიგნალებს, რომლებსაც ქალი გიგზავნით.
არცერთი ქალი არ გეტყვით თამამად და გულწრფელად, რა სურს თქვენგან სინამდვილეში! ამიტომაც გთავაზობთ 9 ნაცად მეთოდს, რომლითაც ქალი ნებსით თუ უნებლიეთ გატყობინებთ, რომ საინტერესო ხართ მისთვის. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, თუ ქალმა რომელიმე ჟესტი მხოლოდ ერთხელ გააკეთა, ეს არაფერს ნიშნავს.

1. თმაზე ხელით შეხება
დიახ, ეს ძველი მეთოდია. ვერბალური და არავერბალური სიგნალების განხრით 40-წლიანმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ პაემნის დროს თმაზე შეხება – ეს იმის ნიშანია, რომ ქალი ყველაფერზე თანახმაა. ქალის თმა კატის კუდივით არის, ემოციებს გამოხატავს. ყურადღება უნდა მიაქციოთ თმაზე ნაზ შეხებას, მის უკან გადაყრას და ყურთან თმის წვალებას. სავარაუდოდ, ემოციების გამოხატვისას თმაზე ხელით შეხება შთამომავლობით პრიმატებისგან გვერგო.

9 ჟესტი, რომელიც მიუთითებს, რომ ქალს მამაკაცი მოსწონს
2. ტუჩის ენით მოლოკვა
ამ ჟესტით ქალი გაჩვენებთ, რომ ძალიან დაინტერესებულია თქვენით. შესაძლოა, ეს ორალურ კონტაქტზეც მიუთითებდეს, თუმცა, მაინც ნუ ჩავუღრმავდებით. ან შეიძლება, უბრალოდ, თქვენი კოცნა სურს. მაგრამ თუ ქალი ამას ძალიან ხშირად აკეთებს, შეიძლება, საერთოდაც მავნე ჩვევა იყოს და მეტი არაფერი.


3. მაიმუნობა
ენის გამოყოფა, ეშმაკურად სიცილი ან ხელის კვრა. როცა ერთი ადამიანი მეორეს ემაიმუნება – ეს თითქმის ყოველთვის რეაქციის შემოწმებაა, თანაც ხშირად ქვეცნობიერი. ქალი ასეთ ჟესტებს მაშინ აკეთებს, როცა კაცისგან რეაქციას ელის, რა თქმა უნდა, დადებითს. ხანდახან კი ელის ძალიან გადამწყვეტ ქმედებას – რომ მიიზიდოს და აკოცოს. მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით, იქნებ ეს, უბრალოდ, გამოცდაა?


4. მიახლოება
თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პირადი სივრცე გვაქვს, რომელშიც ყოველთვის არ გვსურს ვინმეს შემოჭრა. როცა ქალი შეგნებულად გიახლოვდებათ, ესე იგი, მას მოსწონხართ და სურს, რომ იგივე გრძნობა გამოიწვიოს თქვენშიც. დაე, გადადგას მან ეს ნაბიჯი, თუ გრძნობა ორმხრივია, მაგრამ თუ თქვენ არ მოგეწონათ პირად სივრცეში ვინმეს შემოჭრა, ეს უკვე არასასურველობის ნიშანია.


5. ის აქტიურად გიზიარებთ ინფორმაციას
თქვენ დააფრქვიეთ ქალს უამრავი ინფორმაცია, მან კი საპასუხოდ იმაზე მეტი გაგიზიარათ? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მეგობარო! ქალი აშკარად სიმპათიით არის თქვენ მიმართ განწყობილი. როცა ადამიანი მოგვწონს, გვსურს აქტიურად გავუზიაროთ ყველაფერი, თუნდაც სისულელე. გოგონებს საკუთარ თავზე უფრო მეტად უყვართ საუბარი, ვიდრე მამაკაცებს. ასე რომ, თუ ქალი ბევრს გიყვებათ საკუთარ თავზე, ის მახეში საბოლოოდ გაება!


6. საუბარში აქტიური ჩართვა
ქალის ერთსიტყვიანი პასუხი, მისი სახის სერიოზული გამომეტყველება, დაძაბულობა – ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი საზოგადოებით აღფრთოვანებული არ არის. ხოლო ღიმილი, სიცილი, საუბარში აქტიური მონაწილეობა – იმის მანიშნებელია, რომ ქალი თავს კომფორტულად გრძნობს და სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა.


7. გახსნილი პოზა
თუ ქალი დაძაბულია, თქვენ შორის რაიმე ნივთს დებს, გვერდულად ზის ან ხელები მკერდზე აქვს გადაჭდობილი – საქმე არც ისე კარგადაა. მაგრამ, თუ ქალის პოზა გახსნილია, თავითა და სხეულით თქვენკენ არის მოტრიალებული, იმის მანიშნებელია, რომ მას სიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა.


8. თქვენი ჟესტების იმიტაცია
მორიგი გადმონაშთი ჩვენი წინაპარი-პრიმატებისგან. როცა ჩვენ ვიმეორებთ ვინმეს ჟესტებს ან სიტყვებს, ეს დიდი სიმპათიის ნიშანია. ქალები ხშირად იქცევიან ასე, როცა მამაკაცისგან რაღაც სურთ.


9. თავის დახრა ღიმილით
კიდევ ერთი კოკეტური ჟესტი, რომელიც დაწვრილებით აქვს აღწერილი და შესწავლილი ვერბალური და არავერბალური ქცევების შემსწავლელ მეცნიერებას. ეს ჟესტი ნიშნავს, რომ მამაკაცმა დაიჭირა ქალის ყურადღება. ხოლო თავის დახრა ღიმილით, თვალის თვალში გაყრასთან კომბინაციაში, შესაძლოა მომაკვდინებლად მომხიბვლელი იყოს მამაკაცისთვის. ქალებმა კი ეს შესაშნავად იციან.


სტატიის წყარო:marao.ge