კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი დაშორდენ

კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი დაშორდენ
ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ უკვე აღარ ხვდება რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს

რამოდენიმე დღის წინ უცხოურ ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014-წლის ოქროს ბურთის მფლობელი პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო რუს სუპერ მოდელს ირინა შეიკს დაშორდა

ამ ჭორების გავრცელების მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ რუსი მოდელი ციურიხში "ოქროს ბურთის"-ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩამოვიდა, სულ მალე ირინამ თავის ინსტაგრამის გვერძე განათავსა ფოტო რომელშიც ის პლიაჟზე ისვენებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამადლობელი სიტყვისას რონალდუს არ უხსენებია თავის შეყვარებული.

"მე ვხედავ აქ მთელს ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს, დედას. მადლობას ვუხდი ყველას ვინც მე ხმა მომცა. მადლობას ვუხდი თანაკლუბელებს, რეალის პრეზიდენს და მწვრთნელს. მე სურვილი მაქვს გავხდე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და მომავალში ამაზე მუშაობას გავაგრძელებ."

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი ერთმანეთს 2010 წლის შემდეგ ხვდებიან.