10 მისტიკური საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო!

10 მისტიკური საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო!
FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 10 მისტიკური საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო!
  1. რეისი 370 Malaysia Airlines.

    2014 წლის 8 მარტს ბოინგი777-200ER გაქრა უკვალოდ, როდესაც ასრულებდა რეისს კუალა-ლუმპარუდან (მალაიზია) პეკინში. ფრენის დროს ამინდი შესანიშნავი იყო და არც პილოტებისგან შემოსულა არანაირი განგაშის სიგნალი. მიუხედავად ამისა თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა. ჩატარდა დიდ ხნიანი და მასშტაბური ძებნები, თუმცა ბოინგი 777 ჯერაც არ უპოვნიათ.
    ბორტზე იმყოფებოდა 12 ეკიპაჟის წევრი და 227 მგზავრი, რომლებიც ითვლებიან დაღუპულებად.


  2. ისლანდიის ვულკანი.

    ისლანდიაში ვულკან ბარდარბუნგას ამოფრქვევა გასული წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს ვულკანი უნიკალურია თავისი მასშტაბურობით და უამრავი საშიში დიოქსიდის გაზების შემცველობით.
    ფართობი, რომელზეც ვრცელდება ლავა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეადგენს 51 კილომეტრს. ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა ვულკანი ლაკის ამოფრქვევის შემდეგ (1783 წ.). რაც შეეხება გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის რაოდენობას, ამ ვულკანმა ნებისმიერ სხვა ვულკანს გადაუჯოკრა დედამიწაზე.


  3. ედნან სეიდის ისტორია.

    ედანს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა ყოფილი შეყვარებულის, ჰაე მინ ლის მკვლელობის გამო 1999 წელს. გასულ წელს სერი კიონიგის ხელმძღვანელობით დაიწყო გამოძიება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, გაარკვიოს ნამდვილად დამნაშავეა თუ არა ახალგაზრდა ბიჭი მეგობარი გოგონას მკვლელობაში.
    საქმე იმაშია, რომ ბევრი დეტალი და გარემოება უბრალოდ ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა სამწუხაროდ არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ედანი მკვლელობის დროს სხვა ადგილას იმყოფებოდა.
    გაიმართება აპელაციური სასამართლო, რომელიც წარმოადგენს თავისუფლების მოპოვების ხელმეორე შანსს ედენისათვის.

  4. გიგანტური ღრმული სიბირში.

    იამალში (სიბირის ნახევარკუნძული) აღმოჩენილია 35 მეტრიანი ღრმული. კვლევების შედეგად მეცნიერებმა მალევე აღმოაჩინეს ამ სახის ღრმულები რუსეთში. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომლის მიზეზსაც გაზების ამოფრქვევა წარმოადგენს, თუმცა ამის ზუსტი მმტკიცებულება არ არსებობს.


  5. ოქრო, რომელიც მოიპარეს მონეტების ეზოდან აშშ_ში.

    კალიფორნიაში ერთ-ერთი სახლის უკანა ეზოში აღმოაჩინეს ორმო, რომელშიც 1400 ოქროს მონეტა იყო ჩამარხული, რომლის საერთო ღირებულებასაც წარმოადგენდა 10 მილიონი დოლარი.
    ეს ისტორია უფრო საინტერესო გახდა მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ ამ სახლის მონეტები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 30 მილიონ დოლარს, მოპარული იქნა სან-ფრანცისკოს მონეტების ეზოდან.
    მონეტების ეზოს ძველი მოსამსახურე უოლტერ ნ.დიმიკი გაასამართლეს წარსულში ამ დანაშაული გამო, თუმცა მან არ აღიარა, თუ სად დამალა მონეტები.


  6. ვარსკვლავების პირადი ფოტოების გატეხვა.

    აგვისტოს მიწურულიდან უცნობმა პირმა ინტერნეტ სივრცეში დაიწყო ცნობილი ადამიანების პირადი ფოტოების განთავსება. მსხვერპლთა სიაში შედიან: ჯენიფერ ლოურენსი, სკარეტ იონჰანსონი, კიმ კარდაშიანი, კეიტ აპტონი და სხვები. ჯერ ჯერობით უცნობია იმ ჰაკერის ვინაობა, ვინც შეძლო iCloud_ის გატეხვა და მათი სურათების მოპოვება.


  7. ეკზომთვარე.

    მეცნიერები თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს ეკზომთვარე, თანამგზავრი, რომელიც მზის სისტემიმს საზღვრებს გარეთ მდებარეობს, თუმცა ამის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.


  8. სტოუნჰენჯის გამოკვლევა.

    ახალმა კვლევებმა აღმოჩნდა, რომ გიგანტური ქვების ქვეშ მოთავსებულია სალოცავები, ყორღანები, ღმულები და სხვ. საინტერესოა, თუ კიდევ რის აღმოჩენას შეძლებენ მეცნიერები ამ გასაოცარი ნაგებობის ქვეშ.


  9. "Sony Pictures"_ის გატეხვა, დაჰაკვა.

    "Sony Pictures" ჯერ კიდევ ფეხზე წამოდგომის პროცესშია მას შემდეგ, რაც იგი გატეხეს და მისი საიდუმლოებები სააშკარაოზე გამოიტანეს. FBI ამაში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს, რადგან "Sony Pictures"_ის კომპანიამ გადაიღო ფილმი სახელად "ინტერვიუ", რომლის ერთ-ერთ სცენასაც კიმ ჩენის, ჩრდილოეთ კორეის მმართველის მკვლელობა წარმოადგენდა.



  10. მექსიკელი მოსწავლეების დაკარგვა.

    40 მექსიკელი მოსწავლე უკვალოდ გაქრა მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივ პროტესტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ბავშვები შეაჩერეს მიმავალ გზაზე და სწორედ ამის შემდეგ, თითოეული მათგანი უკვალოდ გაქრა. არსებობს ვარაუდი, რომ მათ გაქრობაში სწორედ პოლიციელებს მიუძღვით წილი და მათ ბავშვები ნარკოტიკით მოვაჭრეებს გადასცეს.
    ამ საკითხთან დაკავშირებით დაიჭირეს 80 ადამიანი, მათ შორის მერი და მისი ცოლი, ასევე ადგილობრივი პოლიციის შეფი, თუმცა საქმეს ვერ ხურავენ, რადგან არცერთი ბავშვის სხეული ნაპოვნი არაა.