ხორციანი "ბლინჩიკები"

ხორციანი "ბლინჩიკები"
შევწვათ ზეთიან ტაფაში ყველა მხრიდან.

ინგრედიენტები:

რძე - 500 მლ
გადადუღებული წყალი - 500 მლ
კვერცხი - 3
ზეთი - 4 ს.კ.
მარილი
ფქვილი - 2-2.5 ჭიქა
გულსართი:
საქონლის ფარში - 500 გრ
მოხარშული ბრინჯი - 1/2-1 ჭიქა
მარილი და პილპილი
ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ.
ქინძი - 2-4 ღერი
ნიორი - 2 კბილი



ღრმა თასში მოვათავსოთ ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და კარგად ავთქვფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ცოტა ცხიმში. დავამატოთ ფარში, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ფარში რომ გამოშვებულ წვენს დაიშრობს, მზადაა. დავამატოთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი და ცოტა ცოცხალი ქინძი.
გულსართი ჩავუდოთ ბლინებს და გადავახვიოთ. შევწვათ ზეთიან ტაფაში ყველა მხრიდან.