საოცრად გემრიელი ყავის 6 რეცეპტი

1. კოქტეილი "ყავა და ჰალვა"- ინგრედიენტები (2 პერსონისთვის): 50 გრამი არაქისის ჰალვა; 100 მლ ნაღები; 125 მლ ესპრესო; 4 ჩაის კოვზი ნეკერჩხლის ვაჟინი.


მომზადების წესი: მოხარშეთ ყავა, გააგრილეთ. დააბლენდერეთ ჰალვა და ნაღები, დაუმატეთ ყავა და მორევით ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. გადაანაწილეთ ჭიქებში და დაუმატეთ ნეკერჩხლის ვაჟინი.

2. ყავა კარაქით

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყავა და კარაქი შეუთავსებელი ინგრედიენტებია. თუმცა, ცხიმი ყავას უფრო ენერგეტიკულ სასმელად აქცევს. გარდა ამისა, კარაქი აუმჯობესებს ყავის გემოს.
ინგრედიენტები (2 პერსონისთვის): 2 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა; 50 მლ წყალი; 80 გრამი კარაქი.
მომზადების წესი: მოხარშეთ თურქული ყავა ჩვეულებრივი წესით. ბოლოს დაუმატეთ კარაქი. ძალიან მარტივი და არაჩვეულებრივად გემრიელი და სასარგებლო სასმელი გამოგივათ.

3. ინდური ყავა

ეს მარტივად მოსამზადებელი სასმელი დაუვიწყარი არომატით გაგაოცებთ.
ინგრედიენტები (2 პერსონისთვის): 3 სადილის კოვზი დაფქვილი ყავა; თითო ჭიქა წყალი და რძე; ერთი ჩაის კოვზი შაქარი.
მომზადების წესი: მოხარშეთ ყავა ჩვეულებრივი წესით, გადაანაწილეთ მაღალ ჭიქებში და ამის შემდეგ დაატკბეთ. აადუღეთ რძე, მოხსენით ნაღები და დაუმატეთ ყავის ჭიქებში. სასურველია, გამზადებული ყავა ერთი ჭიქიდან მეორეში რამდენჯერმე გადაასხათ. ასე ყავა უფრო გემრიელიც გამოვა და სასიამოვნო ქაფსაც გაიკეთებს.

4. ყავა კაკაოთი

სასმელია განკუთვნილია მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს. სურვილისამებრ გამზადებულ ყავაში შეგიძლიათ ნაღები დაუმატოთ.
ინგრედიენტები (4 პერსონისთვის): 6 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა; 4 ჩ/კ შაქრის ფხვნილი; 2 ჩ/კ კაკაო; 4 ჭიქა წყალი; შაქარი, ვანილი და ნაღები გემოვნებით.
მომზადების წესი: ყავადანში მოათავსეთ ყავა, კაკაო და შაქრის ფხვნილი. მშრალ ინგრედიენტებს დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ. დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და გადადგით. ჭიქებში ჩაყარეთ შაქარი, ვანილი, დაასხით ნაღები და ამის შემდეგ შეავსეთ ჭიქები ახალმოხარშული ყავით.

5. გაგრილებული ყავა კარიბულად

მშვენიერი გამაგრილებელი და მატონიზირებელი სასმელია.
ინგრედიენტები (2 პერსონისთვის): 600 მლ მაგარი ყავა; ნახევარი ფორთოხალი; ნახევარი ლიმონი; ანანასის ერთი ნაჭერი; შაქარი _ გემოვნებით.
მომზადების წესი: მოადუღეთ ყავა ფა გააგრილეთ. დაჭერით ხილი, ციტრუსები _ კანიანად, დაასხით ყავა და მაცივარში შედგით გასაცივებლად. 20-30 წუთის შემდეგ ყავიდან ამოიღეთ ხილის ნაჭრები და დაუმატეთ შაქარი. ჭიქაში ჩაყარეთ ყინულის კუბები, დაასხით არომატული ყავა და გააფორმეთ ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრებით.

6. თეთრი კაპუჩინო

არომატული და ლამაზი სასმელია, რომელიც დესერტსაც შეგიცვლით.
ინგრედიენტები (2 პერსონისთვის): ნახევარი ჭიქა მოხარშული ყავა; 2 ნატეხი თეთრი შოკოლადი; 3 სადილის კოვზი რძე, 1 ს/კ ათქვეფილი ნაღები, 10 გრამი შაქრის ფხვნილი, 1,5 ს/კ ნაღების ნაყინი.

მომზადების წესი: დაადნეთ შოკოლადი, რძე შეათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ; მზა ყავაში აკურატულად ჩაასხით გამდნარი შოკოლადი და შემდეგ დაუმატეთ რძე. მზა სასმელი გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით, ზემოდან კი ნაყინი დაადეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ. ასეთი სასმელი ნებისმიერ დილას გაგიგემრიელებთ.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: