იერუსალიმში ქრისტეს გასამართლების სავარაუდო ადგილს მიაკვლიეს

იერუსალიმში ქრისტეს გასამართლების სავარაუდო ადგილს მიაკვლიეს
Washington Post-ი იუწყება, რომ ებრაელმა არქეოლოგებმა ქრისტეს გასამართლების ადგილს მიაგნეს. „დავითის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც უკვე 15 წელია არქეოლოგები მუშაობენ, შენობის ნანგრევები აღმოაჩინეს.

არქეოლოგებმა იცოდნენ, რომ ამ ადგილას თურქების ბატონობის და შემდეგ ბრიტანელების მმართველობის დროს სატუსაღო იყო, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ციხესიმაგრის ნანგრევები შეიძლება გალილეის მმართველის იროდ ანტიპას სასახლე იყოს.

იმავე მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ იროდთან სტუმრობის დროს გამოუტანა განაჩენი იესოს პონტიუს პილატემ.

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ იესო ქრისტეს განაჩენი სწორედ იროდის სასახლეში გამოუტანეს. სახარების ტექსტის დეტალები ემთხვევა „დავითის კოშკის“ მახლობლად აღმოჩენილი შენობების განლაგებას.

არქეოლოგები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბოლოს მიკვლეული ფაქტები აქარწყლებს სხვა ვერსიების არსებობას - მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იესოს სასიკვდილო განაჩენი სამხედრო ყაზარმების ტერიტორიაზე გამოუტანეს.
სტატიის ავტორი: Washington Post
სტატიის წყარო:ipress.ge