რას ვარაუდობენ ექსტრასენსები 2015 წლისთვის?

რას ვარაუდობენ ექსტრასენსები 2015 წლისთვის?
გთავაზობთ, რამდენიმე ყველაზე ცნობილი ექსტრასენსის წინასწარმეტყველებას, რომელთა პროგნოზებმაც 2014 წელს გაამართლა. ერთი წლით ადრე, ექსტრასენსები ვარაუდობდნენ, რომ 2014 წელს დედამიწის მოსახელობას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვირუსი დაატყდებოდა თავს, აღნიშნული იყო ასევე, ეკონომიკური კრიზისისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ.

ამერიკელი ექსტრასენსი ჯოდი სენკირიკი თვლის, რომ დედამიწის ბუნებრივი მდგომარეობის გაუარესების ტენდენციები სულ უფრო მძაფრად შეიგრძნობა. იგი თვლის, რომ 2015 წელს ადამიანის მოქმედების გამო პლანეტას, რაღაც "გაუგებარი" დაფარავს, რომელიც ცუნამისმაგვარი რამ იქნება. "წყალი შთანთქავს კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძულს, ხოლო 2015 წლის ბოლოსთვის პროცესი ევროპის სანაპიროსაც
გადაწვდება", - განაცხადა ექსტრასენსმა და აღნიშნა, რომ კალიფორნიასა და რამდენიმე სამხრეთ დასავლეთ შტატს გვალვა ემუქრება.

ლატვიელი ფენოლოგი ვილის ბუკშსი აცხადებს, რომ 2015 წლის ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ცივი იქნება, ხოლო გამყინვარების ყველაზე დიდი დოზა იანვრის ბოლოზე, თებერვალსა და მარტის დასაწყისზე მოვა.

ამასთან, ცნობილი ასტროლოგი პაველ გლობა, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნის შუა წლებში გლობალური დათბობა მოხდება, რომელიც ევროპის სანაპირო ზოლის ჩაძირვას გამოიწვევს. ასევე გლობას თქმით, გაჩნდება ახალი თაობა, რომელიც ახლანდელი ადამიანებისგან განსხვავებული იქნება.

"თხის წელი ძალიან კაპრიზული იქნება. კაპრიზული თხა, დღეს ერთ რამეს იტყვის, ხვალ მეორეს. ამიტომ მედიაში ბევრ სიყალბეს უნდა ველოდოთ, იქნება უამრავი ცარიელი პიარ-სვლები და საპნის ბუშტები, რომლებიც მალევე სკდება" - აღნიშნა ასტროლოგმა.
სტატიის წყარო:ambebi.ge