ვირტუალური სექსი

ვირტუალური სექსი
დღეს ინტერნეტმა დიდი ადგილი დაიკავა ადამიანების ცხოვრებაში. ადამიანების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, როგორ გაატაროს დრო, თუკი მთელი დღე ინტერნეტი არ იქნება. ინტერნეტის საშუალებით ადამიანები მუშაობენ, ყრთიერთობენ, ამყარებენ ნაცნობობეს და… აქვთ სექსი.

ვირტუალური სექსი დღესდღეობით არ არის იშვიათობა და გასაკვირი. ამას ხელს უწყოს ეროტიული და პორნოგრაფიული საიტები, გაცნიბის საიტები, ვებ-კამერები და სხვა სექსთან დაკავშირებული და დაუკავშირებელი ნივთები.

ბევრი მიუდგება ამ საკითხს სიცილით: რა საჭიროა სექსი მონიტორთან, როცა არსებობს უამრავი რეალური ადამიანი, ვისთანაც სექსი შეიძლება. თუმცა მონიტორთან სექსის მსურველი და ასეთი შეგრძნებების მაძებარი ადამიანების რიცხვი დღითი-დღე მატულობს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მარტოხელა ადამიანებზე, ამ ხერხს ოჯახური წყვილებიც მიმართავენ.

საინტერესოა, რატომ ანიჭებენ ეს ადამიანები უფასო ვირტუალურ კავშირებს ხელით შესახებ პარტნიორებს? ამის გასაგებად, განვიხილოთ ვირტუალური სექსი, კარგია თუ ცუდი.

რა არის ვირტუალური სექსი?

სექსი ინტერნეტში – თავისი არსით მასტურბაცია სექს-სათამაშოების ფართო არჩევანით. აქ არის ვიდეოჩატი, პორნოგრაფიული ვიდეორგოლები, ეროტიული ფილმები ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლისთვის და ბევრი სხვა რამ. ერთი სიტყვით, ადამიანს შეუძლია აირჩიოს, რაც უნდა. ქსელში სრულდება ნებისმიერი ეროტიული სურვილი, ყველა ბინძური ფანტაზია, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში არ უწერიათ გარეალურება.

გავრცელებულია მოსაზრება, ვირტუალური სექსი არის მასტურბაცია მარტოხელა ადამიანებისა და მოზარდებისთვის. ეს მცდარი აზრია. ვირტუალური სექსი შეიძლება ჰქონდეს მოსაზრდსაც, კარგ მეოჯახე კაცსაც, სექსზე გაგიჟებულ ქალსაც და დიასახლისსაც.

ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც არსით ვირტუალური სექსი არის განტვირთვის, მოდუნებისა და სიამოვნების მიღების საშუალება. ვირტუალურად შეიძლება ცხოვრებაში მიუწვდომელი პარტნიორის არჩევა და მასთან სექსის ქონა, კომპლექსები გადახაზვით.

რეალურ ცხოვრებაში, ადამიანებსი ნაწილი სასურველ პარტნიორთან საწოლში მოხვედრისას იძაბება და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ მოაწონოს თავი პარტნიორს. სიამოვნებაზე ფიქრი მეორე პლანზე გადადის და სასურველ ადამიანთან სექსი ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ინტერნეტში კი ყველაფერი სხვანაირადაა. აქ არა მხოლოდ თავისუფალი არჩევანი პარტნიორსა და სექსის ფორმაში, არამედ ადამიანს აქვს განტვირთვის საშუალება და არ არის დაძაბული, იქცევა ისე, როგორც უნდა და აკეთებს, რასაც უნდა.

ვირტუალურ სექსს აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ინტერნეტში სექსი ერთი შეხედვით უფრო სასიამოვნო ჩანს, აქ ვერ აიკიდებ ვენერიულ დაავადებას, არ დაორსულდება ქალი, გაუპატიურება კი მხოლოდ ქალის თანხმობით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ქსელში სექსის დროს არ არის აუცილებელი ადამიანი გამოიყურებოდეს კარგად, იყოს ლამაზი. ვირტუალური სექსი არის ანონიმური, თითქმის უფასო და ყოველთვის ხელმისაწვდომი.

ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ვირტუალური სექსი ზედმეტად ხდება მასზე მიჯაჭვული და რეალური სექსი უკვე არარ აინტერესებს. იგი იგზნება მხოლოდ მონიტორის წინ, ვირტუალურ ადამიანებტან ურთიერთობისას. ეს შეიძლება ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდეს.

თავიდან ყველა ადამიანს შეიძლება მოწონოს ვირტუალურად კავშირების ქონა, მაგრამ თუ ეს ინტერესი დროთა განმავლობაში არ შესუსტდა, უკვე პრობლემაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გამოვლინება, როგორც სექსუალურ სფეროში, ასევე ფსიქოლოგიური კუთხითაც. გამუდმებით ვირტუალური სექსის ქონა განაპირობებს სამყაროსგან მოწყვეტას, რეალური კავშირებისგან თავის შეკავებას და საბოლოო ჯამში, სოციალიზაციის პრობლემას.